ქუჩულა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ქუჩულა
Strychnos nux-vomica - Köhler–s Medizinal-Pflanzen-266.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
კლასი:  ორლებნიანები
ოჯახი:  ლოგანიასებრთა
სახეობა:  ქუჩულა
ლათინური სახელი
Strychnos nux-vomica

ქუჩულა (ლათ. Strychnos nux-vomica) — ტანდაბალი, 15 მეტრამდე სიმაღლის ხე ლოგანიასებრთა ოჯახისა. მთავარი ღერო ძლიერაა გამრუდებული. ტოტები არასწორადაა განვითარებული. ქერქი გლუვია, მონაცისფრო-მოყვითალო ფერისა. იზრდება სამხრეთ აზიის ტროპიკულ ტყეებსა (ლაოსი, კამბოჯა, ტაილანდი, მალაიზია, ვიეტნამი, ინდოეთი, შრი-ლანკა) და ავსტრალიის ჩრდილოეთ რეგიონებში. ქუჩულა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე შხამიანი მცენარეა.[1] თესლი (ძირითადად), მერქანი და ქერქი შეიცავს შხამიან ალკალოიდებსსტრიქნინს, რომელსაც მედიცინასა და ვეტერინარიაში იყენებენ, ბრუცინს და სხვა.[2] მცენარის თესლის ექსტრაქტი არის პრეპარატ მასტოდინონის აქტიური კომპონენტი. მისი და ბევრი მასთან ახლომდგომი სახეობის ფესვები და ნორჩი ყლორტები შეიცავს ალკალოიდს კურარინს, რომლისგანაც იღებენ ძლიერ მცენარეულ შხამს — კურარეს, რომელსაც სამხრეთ ამერიკის ინდიელები მრავალი საუკუნის მანძილზე ხმარობდნენ ისრების მოსაშხამად.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ქუჩულა // Strychnos nux-vomica
  2. 2.0 2.1 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, გვ. 578, თბ., 1986 წელი.