სტრიქნინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სტრიქნინი
სტრიქნინი: ქიმიური ფორმულა
სტრიქნინი: მოლეკულის ხედი
ზოგადი
ქიმიური ფორმულაC21H22N2O2
მოლური მასა334,41 /მოლი
ფიზიკური თვისებები
სიმკვრივე1.36 გრ/სმ³ /სმ³
თერმული თვისებები
დნობის ტემპერატურა557−559 K (284−286 °C) °C
დუღილის ტემპერატურა543 K (270 °C) °C

სტრიქნინი (ლათ. Strychninum) — ალკალოიდი, რომელსაც შეიცავს ქუჩულას (Strychnos nux-vomica) თესლი. 1818 წელს აღმოაჩინეს ფრანგმა ქიმიკოსებმა პიერ ჟოზეფ პელტიემ და ჟოზეფ კავანტუმ.[1] 1954 წელს რობერტ ვუდვორდმა თანამშრომლებთან ერთად მოახდინა სტრიქნინის სრული სინთეზი. ქიმიური აღნაგობით სტრიქნინი რთული პოლიციკლური ნაერთია (C21H22N2O2); ცუდად იხსნება წყალში, იხსნება სპირტსა და ქლოროფორმში. სტრიქნინი ძლიერი ტოქსიკური შხამია. სამკურნალო დოზები (მედიცინაში იხმარება აზოტის ნიტრატი და გალენური პრეპარატები, რომელსაც იღებენ ქუჩულას თესლისაგან) ასტიმულირებს ზურგის ტვინის რეფლექსურ ფუნქციას, აძლიერებს მოგრძო ტვინისა და მის ზემოთ მდებარე თავის ტვინის ცენტრების აგზნებადობას. სტრიქნინის ტოქსიკური დოზები იწვევს დამახასიათებელ ტეტანურ კრუნჩხვებს (ოპისტოტონუსი, „სარდონიკური ღიმილი“) და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Pelletier and Caventou (1818) “Note sur un nouvel alkalai” (Note on a new alkali), Annales de Chimie et de Physique, vol. 8, pages 323-324. See also: Pelletier and Caventou (1819) “Mémoire sur un nouvel alcali vegetal (la strychnine) trouvé dans la feve de Saint-Ignace, la noix vomique, etc.” (Memoir on a new vegetable alkali (strychnine) found in the St. Ignatius bean, the nux vomica, etc), Annales de Chimie et de Physique, vol. 10, pages 142 - 176.