ქულბაქი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ქულბაქი (მრავალმნიშვნელოვანი).
ქულბაქი
მთა ქულბაქის ხედი ჩრდილო-დასავლეთიდან
მთა ქულბაქის ხედი ჩრდილო-დასავლეთიდან
კოორდინატები: 41°24′52″ ჩ. გ. 43°53′29″ ა. გ. / 41.41444° ჩ. გ. 43.89139° ა. გ. / 41.41444; 43.89139
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ასპინძის მუნიციპალიტეტი, დმანისის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 2821 
ქედი ჯავახეთის ქედი
ამგებელი ქანები ობსიდიანი
ქულბაქი — საქართველო
ქულბაქი
ქულბაქი — სამცხე-ჯავახეთის მხარე
ქულბაქი
სურათები ვიკისაწყობში

ქულბაქიმთა საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ასპინძის მუნიციპალიტეტისა და ქვემო ქართლის მხარის დმანისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს ჯავახეთის ქედზე, ფარავნის ტბის აღმოსავლეთით. სიმაღლე ზღვის დონიდან 2821 მ. აგებულია შავი გაუმჭვირვალი ობსიდიანით. ქულბაქი ნეოგენური ვულკანია. მის კალთაზე დგას ქვის ჯვარი, რომელიც შუა საუკუნეებში საუღელტეხილო ნიშნად ითვლებოდა ბიზანტიიდან მომავალ საქარავნო გზაზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]