ქორეისუბნის ღვთისმშობლის შობის ეკლესია
ქორეისუბნის ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესია | |
ქორეისუბნის ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 42°06′43″ ჩ. გ. 42°14′17″ ა. გ. / 42.111972° ჩ. გ. 42.238222° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | საქართველო |
ადგილმდებარეობა | ვაზისუბანი |
დეტალები
|
ქორეისუბნის ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესია — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბნის (ისტორიული ქორეისუბნის) მიდამოებში, მდ. რიონის მარცხენა ნაპირზე. აგებულია XV-XVI საუკუნეებში.
ქორეისუბანი გუმბათიანი „თავისუფალი ჯვრის“ ტიპის ეკლესიაა. არქიტექტურით, მასშტაბითა და შენების ტექნიკით მსგავსია რიონს გადაღმა მდებარე ტყვირის ეკლესიისა. ორივე ტაძარი ჭილაძეების მიერაა აგებული.
ქორეისუბნის ეკლესია პატარაა, შიგნითა სიგრძე-სიგანე (ღერძებზე) 8,30 × 7.64 მ-ია, შიგნითა სიმაღლე — 13 მ. აქვს ერთი, საკურთხევლის აფსიდა, დანარჩენი მკლავები სწორკუთხაა. შესასვლელი ორია — დასავლეთისა და სამხრეთის მკლავების ცენტრში. გუმბათი მკლავებით შექმნილ 4 შემავალ კუთხეს ეყრდნობა. კედლების ქვედა ნახევარი გარეთაც და შიგნითაც მთლიანად თლილი ქვისაა, კედლების ზედა ნახევარი, კამარები და გუმბათის ყელი გუმბათითურთ — მთლიანად აგურისაა.
დასავლეთის სარკმლის თავზე შემორჩენილია ჯვრის რელიეფური გამოსახულება და ნაწილობრივ დაზიანებული ასომთავრული ლაპიდარული წარწერა ჭილაძის მოხსენიებით. გუმბათის ყელზე და კამარებზე შეიმჩნევა ძველი მოხატულობის კვალი. ტყვირიც და ქორეისუბანიც „თავისუფალი ჯვრის“ ტიპის ძეგლების ადრინდელ ნიმუშებთან შედარებით სამშენებლო ხელოვნების დაქვეითებას ასახავს. ხანგრძლივი უმოქმედობის შემდეგ ეკლესიაში ღვთისმსახურება 2004 წელს აღდგა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბერაძე ვ., XVI-XVIII საუკუნეების ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრება, თბ., 1994. — გვ. 156-164.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქორეისუბნის ეკლესია — საქართველოს ისტორიულ ძეგლთა ბიბლიოგრაფიული ლექსიკონი.