ქიმიური ნომენკლატურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ქიმიური ნომენკლატურართული ნივთიერებების სისტემატიკური სახელწოდებების თავმოყრის წესების კომპლექტი. ნომეკლატურა მსოფლიო მასშტაბით გამოიყენება და შექმნილი და განვითარებულია თეორიული და გამოყენებითი ქიმიის საერთაშორისო კავშირის (IUPAC) მიერ.

თეორიული და გამოყენებითი ქიმიის საერთაშორისო კავშირის მიერ ორგანული და არაორგანული ნივთიერებების დასახელებების წესები ორ პუბლიკაციაში: ლურჯ და წითელ წიგნებშია მოცემული. მესამე წიგნს მწვანე წიგნი ჰქვია და ფიზიკური სიდიდეებისთვის სიმბოლოების გამოყენების რეკომენდაციებს აღწერს (IUPAC-თან მიმართებით), ხოლო მეოთხე წიგნი, ოქროს წიგნი, ქიმიაში გამოყენებული ტექნიკური ტერმინების განსაზღვრებებს შეიცავს. მსგავსი წიგნები არსებობს ბიოქიმიისთვისაც (თეთრი წიგნი, დაკავშირებულია ბიოქმიიისა და მოლეკულური ბიოლოგიის საერთაშორისო კავშირთან), ანალიზური ქიმიისთვის (ნარიჯისფერი წიგნი), მაკრომოლეკულური ქიმიისთვის (იისფერი წიგნი) და კლინიკური ქიმიისთვის (ვერცხლისფერი წიგნი).[1][2][3][4][5]

ქიმიური ნომენკლატურის მიზნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქიმიური ნოენკლატურა მიზნად ისახავს, რომ წარმოთქმულ დადაწერილ ქიმიურ სახელწოდებებთან მიმართებით გაურკვევლობა არ წარმოიშვას: ყოველი ქიმიური სახელწოდება მხოლოდ ერთ ქიმიურ ნივთიერებას უნდა აღნიშნავდეს. შედარებით ნაკლებ მნიშვნელოვანი ფუნქციაა იმის უზრუნველყოფა, რომ ყოველ ნივთიერებას ერთი სახელი აქვს, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში რამდენიმე ალტერნატიული სახელწოდების გამოყენებაცაა შესაძლებელი.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ სახელწოდებები ნივთიერების ქიმიურ თვისებებზე ან სტრუქტურაზეც გარკვეულ ინფორმაციას შეიცავს. ამერიკის ქიმიის საზოგადოების მიერ შემუშავებული ქიმიური აბსტრაქტების მომსახურების რიცხვები გამონაკლისი მაგალითია, რომელიც ამ ფუნქციას არ ითავსებს: CAS რიცხვები მხოლოდ კონკრეტულ ნივთიერებას აღნიშნავს და მათი სტრუქტურის შესახებ ინფორმაციას არ შეიცავს.

გამოყენებული ნომენკლატურის ფორმა დამოკიდებულია იმ საზოგადოებაზეც, რომლისკენაცაა მიმართული. ასე რომ, კონკრეტული ზუსტი ან სწორი ფორმა არ არსებობს, მაგრამ განსხვავებული შემთხვევებისთვის მეტად ან ნაკლებად შესაბამისი ფორმები არსებობს.

ზოგიერთ შემთხვევაში (მაგ: ფართო ინდექსების შექმნისას) ზოგიერთი ნივთიერებისთვის უნიკალური სახელის შექმნა აუცილებელია, რაც თეორიული და გამოყენებითი ქიმიის საერთაშორისო კავშირის სისტემისთვის დამატებითი წესების შემოღებას მოითხოვს. კიდევ ერთი პოპულარული სისტემაა International Chemical Identifier, რომელიც ნივთიერებათა სტრუქტურასა და შემადგენლობაზეც მიანიშნებს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანტუან ლავუაზიეს ნაშრომის - ქიმიური ნომენკლატურა - ინგლისურენოვანი გამოცემის პირველი გვერდი

ალქიმიის ნომენკლატურა აღწერებით მდიდარია, მაგრამ ნომენკლატურის მიზნებისთვის შესაბამისი არაა. აღსანიშნავია, რომ ქიმიური ნომენკლატურის პირველი თანამედროვე სისტემა ელემენტებისა და ნივთიერებების განსხვავების (ანტუან ლავუაზიეს მიერ) პარალელურად შეიქმნა გვიან მეთვრამეტე საუკუნეში.

ფრანგმა ქიმიკოსმა, ლუი ბერნარ გიტონ დე მორვომ 1782 წელს რეკომენტაციები დაბეჭდა, რომლებითაც იმედოვნებდა, რომ მისი „დასახელების მუდმივი მეთოდი“ „თავისუფლად დამახსოვრებას შეუწყობდა ხელს. სისტემა კიდევ უფრო დაიხვეწა ბერტოლეტთან, დე ფურკრუასთან და ლავუაზიესთან კოლაბორაციით. მსგავსი სისტემა ჩამოაყალიბა იენს იაკობ ბერცელიუსმა.[6][7]

გიტონის რეკომენდაციები მხოლოდ იმ სფეროს მოიცავდა, რომელიც დღეისთვის მხოლოდ არაორგანულ ნივთიერებებს ეხება. XIX საუკუნის შუა წლებში ორგანული ქიმიის გაფართოებასთან და ორგანული ნივთიერებების სტრუქტურის უკეთ გაგებასთან ერთად ad hoc სისტემის შექმნა გახდა საჭირო. 1892 წელს ქიმიის ეროვნულმა საზოგადოებებმა ჟენევაში საერთაშორისო კონფერენცია გამართეს, სადაც სტანდარტიზაციის პირველი წინადადებები წამოაყენეს.[8]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „1958 (A: Hydrocarbons, and B: Fundamental Heterocyclic Systems), 1965 (C: Characteristic Groups)“, Nomenclature of Organic Chemistry (3rd რედ.), London: Butterworths, 1971, ISBN 978-0-408-70144-0.
  2. Compendium of Chemical Terminology, IMPACT Recommendations (2nd Ed.), Oxford:Blackwell Scientific Publications. (1997)
  3. Biochemical Nomenclature and Related Documents, London: Portland Press, 1992.
  4. Compendium of Macromolecular Nomenclature, Oxford: Blackwell Scientific Publications, 1991.
  5. Compendium of Terminology and Nomenclature of Properties in Clinical Laboratory Sciences, IMPACT Recommendations 1995, Oxford: Blackwell Science, 1995, ISBN 978-0-86542-612-2.
  6. Berzelius, J. J. (1811), "Essai sur la nomenclature chimique", Journal de Physique 73: 253–286.
  7. Wisniak, Jaime (2000), "Jöns Jacob Berzelius A Guide to the Perplexed Chemist", The Chemical Educator 5 (6): 343–50, .
  8. "Congrès de nomenclature chimique, Genève 1892", Bulletin de la Société Chimique de Paris, Série 3 8: xiii–xxiv, 1892, http://gallica.bnf.fr/ark:/12148/bpt6k2820064.image.