იენს იაკობ ბერცელიუსი
იენს იაკობ ბერცელიუსი (შვედ. Jöns Jakob Berzelius; დ. 20 აგვისტო 1779, ვევერსუნდა — გ. 7 აგვისტო 1848, სტოკჰოლმი) — შვედი ქიმიკოსი და მინერალოგი. სტოკჰოლმის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1808), მისი პრეზიდენტი (1810) და მუდმივი მდივანი (1818); პეტერბურგის აკადემიის საპატიო უცხოელი წევრი (1820).
დიდია ბერცელიუსის ღვაწლი ატომისტიკის ცდას დასაბუთების საქმეში. ჟანგეულების ანალიზის საფუძველზე (1810-1816) მან დაადასტურა ჯერად ფარდობათა კანონი; საკუთარი მონაცემების მიხედვით (1814 წ.) გამოაქვეყნა 41 ელემენტის ატომური მასის ტაბულა, შეისწავლა ორი ათასამდე ნაერთის პროცენტული შედგენილობა და შემოიღო ელემენტების ატომების აღნიშვნა მათი ბერძნული და ლათინური სახელწოდების საწყისი ასოებით.
ვ. გიზინგერთან ერთად აღმოაჩინა ცერიუმი (1803), სელენი (1817), თორიუმი (1828). პირველმა მიიღო თავისუფალი სახით სილიციუმი, ტიტანი, ტანტალი და ცირკონიუმი. შექმნა ელექტროქიმიური თეორია (1812-1819).
1811 წელს დაიწყო ორგანული ნივთიერებათა ელემენტური შედგენილობის სისტემატიური შესწავლა და დადგინა (1824), რომ მათი შედგენილობა ემორჩილება ჯერად ფარდობათა კანონს. ბერცელიუსმა პირველმა შეადგინა ზოგიერთი ორგანული მჟავის ფორმულა (1815). როდესაც აღმოაჩინეს ერთნაირი შედგენილობის, მაგრამ განსხვავებული თვისებების ორგანული ნაერთები, ბერცელიუსმა ამ მოვლენას იზომერია უწოდა (1830 წ.).
თხზულებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Afhandliger i fysik, kemi och mineralogi, bd 1—6, Stockh., 1806—18;
- Lehrbuch der Chemie, 5 Aufl., Bdl—5, Lpz., 1847—56.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 335.
- Соловьев Ю. И., Куринной В. И., Якоб Берцелиус, М., 1961;
- Söderbaum Н. G., Jacob Berzelius, Bd I— 3, Uppsala, 1923—39;
- Hoimberg A., Bibliographi över J.J. Berzelius, dl 1—2, Stockh., 1933—36;
- suppi. 1—2, Stockh., 1936—53.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 2.0 2.1 2.2 Jöns Jacob Berzelius — 1917.
- ↑ 3.0 3.1 Melhado E. M. Encyclopædia Britannica
- ↑ 4.0 4.1 SNAC — 2010.
- ↑ 5.0 5.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 6.0 6.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 7.0 7.1 www.accademiadellescienze.it
- ↑ 8.0 8.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
- ↑ Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.
- ↑ 10.0 10.1 Académie nationale de médecine
- ↑ 11.0 11.1 Base biographique — BIU Santé.
- ↑ KNAW Past Members
- ↑ 13.0 13.1 13.2 Sveriges dödbok 1830–2020 — 8 — Sveriges Släktforskarförbund, 2021.
- ↑ Jöns Jacob Berzelius
- ↑ Jacob Berzelius
- ↑ Mathematics Genealogy Project — 1997.
- ↑ Award winners : Copley Medal — Royal Society.
- ↑ List of Royal Society Fellows 1660-2007 — ლონდონის სამეფო საზოგადოება. — გვ. 33.
- ↑ https://www.physikalischer-verein.de/dateien/Dokumente/Buch_Ehrenmitglieder_digital.pdf
- დაბადებული 20 აგვისტო
- დაბადებული 1779
- გარდაცვლილი 7 აგვისტო
- გარდაცვლილი 1848
- ედინბურგის სამეფო საზოგადოების საპატიო წევრები
- ხელოვნებისა და მეცნიერების ამერიკული აკადემიის წევრები
- ლონდონის სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრები
- წმინდა სტანისლავის I ხარისხის ორდენის კავალრები
- შვედი ქიმიკოსები
- შვედი გეოლოგები
- წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენის კავალრები