შინაარსზე გადასვლა

დიდი სამამულო ომი (ტერმინი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან სამამულო ომი)

დიდი სამამულო ომი (რუს. Великая Отечественная война) — ტერმინი, რომელიც რუსეთსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ზოგიერთ ქვეყანაში ნაცისტურ გერმანიასა და მისი მოკავშირეების საბჭოთა კავშირთან 1941—1945 წლების ომის აღნიშვნისთვის გამოიყენება. ყოფილი საბჭოთა კავშირის გარდა, ეს ტერმინი თითქმის არცერთ სხვა ქვეყანაში არ გამოიყენება. სამეცნიერო და აკადემიურ ლიტერატურაში ტერმინ „სამამულო ომის“ მეშვეობით აღმნიშვნელ მოვლენებთან ყველაზე დაახლოებულია ტერმინი „აღმოსავლეთის ფრონტი“.[1]

ტერმინის წარმოშობა და გამოყენება დაკავშირებულია საბჭოთა პროპაგანდის მიერ ომის პირველ წლებში სსრკ-სა და ნაცისტურ გერმანიას შორის არსებული სამოკავშირეო ურთიერთობისა, და ამ ურთიერთობების ფარგლებში, საბჭოთა ქმედებების დამალვის მცდელობასთან. საბჭოთა ისტორიოგრაფიაში ტერმინი „სამამულო ომი“ არ მოიცავდა არც მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის სახელით ცნობილ თავდაუსხმელობის ხელშეკრულებას სსრკ-სა და ნაცისტურ გერმანიას შორის, არც პოლონეთის საბჭოთა ოკუპაციას, არც ბალტიის ქვეყნების საბჭოთა ოკუპაციაა, არც ბესარაბიისა და ჩრდილოეთ ბუკოვინას ოკუპაციას საბჭოთა კავშირის მიერ და არც „ზამთრის ომს“ სსრკ-სა და ფინეთს შორის. [1][2]

საბჭოთა კავშირში ტერმინის საკრალიზაციასა და პროპაგანდისტული მიზნებით გამოყენებაზე საუბრობს ქართველი ისტორიკოსი ლაშა ოთხმეზური.[2] საკუთარ სტატიაში „დიდი სამამულო ომის მითები“ ის აღნიშნავს, რომ მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ საბჭოთა კავშირმა შექმნა ნამდვილი რელიგია თავისი კრედოთი, ლიტურგიით, წმინდა ადგილებითა და წმინდანების პანთეონით. ამ რელიგიის კრედოს მიხედვით, ომი დაიწყო 1941 წლის 22 ივნისს. იგი ასევე აღნიშნავს, რომ „1945 წლიდან მოყოლებული საბჭოთა ცენზურა (დღეს კი მისი მემკვიდრე რუსეთის ცენზურა) ფხიზლად ადევნებდა (და ადევნებს) თვალყურს, რომ არავის და არაფერს შეებღალა რწმენის კრედო, არავის გადაეხვია მისგან, ეჭვი არავის გასჩენოდა. ყოველთვის, როცა კომუნისტური ან რუსეთის რეჟიმი სუსტია, იგი საშველად მიმართავს დიდი სამამულო ომის სიმბოლოებს, რათა ამით გაამართლოს თავისი უძლურება ან, პირიქით, ძალის გამოყენება. თუ საბჭოთა ეპოქაში, როდესაც კომუნისტური პარტია უუნარო აღმოჩნდა, შეესრულებინა „დიადი ოქტომბრის“ დაპირებები და კომუნიზმის უმთავრეს მონაპოვრად მეორე მსოფლიო ომში გამარჯვება გამოაცხადა, დღეს ეს მითი პუტინის სამხედრო ექსპანსიას ემსახურება.“[2]

საბრძოლო მოქმედებები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
გამარჯვების დღებერლინის ოპერაციააღმოსავლეთ პრუსიის ოპერაცია (1945)ვისლო-ოდესის ოპერაციაბუდაპეშტის ოპერაციაბალტიისპირეთის ოპერაცია (1944)ოპერაცია ბაგრატიონიდნეპრო-კარპატის ოპერაციაკურსკის ბრძოლაკავკასიისთვის ბრძოლა (1942—1943)სტალინგრადის ბრძოლარჟევის ბრძოლალენინგრადის ბლოკადაბრძოლა მოსკოვისთვისკარელიის დაცვა

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]