ქეთევან სოკოლოვა-ქურდიანი
იერსახე
Checked
ქეთევან სოკოლოვა-ქურდიანი (დ. 15 იანვარი, 1905, თბილისი — გ. 26 აგვისტო, 1988) — პირველი ქართველი არქიტექტორი ქალი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე; არქიტექტორ არჩილ ქურდიანის მეუღლე.
დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1929 წელს. მუშაობდა „საქსახპროექტში“ და სხვა საპროექტო ინსტიტუტებში. მისი ძირითადი ნამუშევრებია: საცხოვრებელი სახლი მეცნიერთათვის კონსტანტინე გამსახურდიას გამზირზე (1955; ი. ჩხენკელთან ერთად), საცხოვრებელი სახლი ილია ჭავჭავაძის გამზირზე (№11) და საცხოვრებელი სახლი ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩაზე თბილისში; სასტუმრო „ინტურისტი“ გორში, კოლხეთის დაბლობის რაიონული დაგეგმარება და სხვა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქურდიანების სტუდია „დინასტია“ დაარქივებული 2018-09-02 საიტზე Wayback Machine.