ქასრ-ამრა
| ქასრ-ამრა | |
|---|---|
| იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
|
| |
| სტატუსი | მსოფლიო მემკვიდრეობა |
| ქვეყანა |
{{ქვეყნის მონაცემები |
| მსოფლიო მემკვიდრეობა | |
| ტიპი | კულტურული |
| კრიტერიუმები | i, iii, iv |
| რეგიონი | არაბული სახელმწიფოები |
| გაწევრიანების ისტორია | |
| გაწევრიანება | 1985 (მე-9 სესია) |
| ნომერი | 327 |
![]() | |
| მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 327 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ქასრ-ამრა (არაბ. قصر عمرة) — უდაბნოში მდებარე ციხესიმაგრე თანამედროვე იორდანიის აღმოსავლეთ ნაწილში. აშენდა VIII საუკუნეში (სავარაუდოდ 711–715 წ.წ.) ომაიანების ხალიფა უალიდ I-ის მიერ, რომელიც იმ დროისთვის რეგიონში ყველაზე დაწინაურებულ ძალას წარმოადგენდა. ქასრ-ამრა ადრეული ისლამური კულტურისა და არქიტექტურის ყველაზე მნიშვნელოვან მაგალითად მიიჩნევა.
შენობა დიდი ციხესიმაგრის კომპლექსის ნარჩენებს წარმოადგენს, ძირითადად მისი საძირკვლის. როგორც ჩანს, ის სამხედრო მიზნებს არ ემსახურებოდა. აღსანიშნავია, რომ შენობაში, შემორჩენილია ფრესკები – ნადირობის სცენა, შიშველი ქალი და სააბაზანო ოთახის თავზე ზოდიაქოს ნიშნები. სწორედ ამ ფრესკების გამო, 1985 წელს იუნესკომ ძეგლი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შიეტანა.
ნანგრევები იორდანიის აღმოსავლეთ–დასავლეთის დამაკავშირებელ მაგისტრალზე მდებარეობს, ამანის სიახლოვეს და წარმოადგენს პოპულარულ ტურისტულ ღირსშესანიშნაობას.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Christian Sahner, "Snapshot of a Civilization in the Making," The Wall Street Journal, 27 November 2010
- UNESCO World Heritage Site listing
- Qusayr 'Amra დაარქივებული 2013-12-03 საიტზე Wayback Machine.
| |||||
