ალ-მაჰთასი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ქრისტეს ნათლობის ადგილი - ალ-მაჰთასი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

Jesus baptism site, River Jordan..jpg
ქვეყანა იორდანიის დროშა იორდანია
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iii, vi
სია [1]
რეგიონი** არაბული ქვეყნები
კოორდინატები 31°50′13″ ჩ. გ. 35°33′01″ ა. გ. / 31.83694° ჩ. გ. 35.55028° ა. გ. / 31.83694; 35.55028
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2015  (39-ე სესია)
ნომერი 1446
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1446
რუს.ინგლ.ფრ.

ალ-მაჰთასი (არაბ. المغطس‎) — არქეოლოგიური ძეგლი იორდანიაში. მდებარეობს მდინარე იორდანეს აღმოსავლეთ ნაპირზე, მკვდარი ზღვიდან 9 კილომეტრში[1]. მიჩნეულია იესო ქრისტეს ნათლობის ადგილად[2].

არქეოლოგიური ძეგლი შედგება ორი ობიექტისაგან: ტელ-ელ-ჰარარი, აგრეთვე ცნობილი როგორც „ილია წინასწარმეტყველის ამაღლების ბორცვი“ და რაიონი სადაც მდებარეობს იოანე ნათლიმცემლის სახელობის ეკლესია.

ძეგლი ამჟამად მცირე წყალსატევია, რომელიც არანაირად არაა დაკავშირებული მდინარე იორდანესთან, თუმცა ბიზანტიური ნაგებობების შემორჩენილი ნანგრევები მიუთითებს იმაზე, რომ ძეგლი მინიმუმ VI საუკუნიდან არსებობს[3][4]. მიუხედავად იმისა, რომ აქ გათხრები მხოლოდ 1996 წელს დაიწყო, უკვე აღმოჩენილია ორი ათეული უძველესი ტაძარი. აღდგენილია იოანე ნათლისმცემელის სახელობის ტაძარი.

2015 წლიდან არქეოლოგიური ძეგლი იუნესკოს დაცვის ქვეშაა. XXI საუკუნიდან ალ-მაჰთასი მომლოცველობის ცენტრი გახდა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]