ქართული ბალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქართული ბალისაქართველოში გავრცელებული ბლების ადგილობრივ ჯიშთა ჯგუფი, წარმოშობილია ველური ბლისაგან (ბალამწარა). ამიტომ ხშირად გვხვდება გარდამავალი ფორმები ბალამწარასა და ადგილობრივ ჯიშებს შორის. ქართული ბლის ჯიშები განეკუთვნება გინების (რბილნაყოფიანების) კლასს და ერთმანეთისგან განსხვავდება ნაყოფის ფორმით, შეფერილობითა და ზოგიერთი ბიოლოგიური თვისებებით. ქართული ბალი ფართოდაა გავრცელებული ქართლში, კახეთში, იმერეთში ჭოპორტულას, ძუძუბლის, ქართული თეთრი ბლის, ქართული შავის ბლისა და კახაბლის სახელწოდებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]