ბალამწარა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბალამწარა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  ვარდისნაირნი
ოჯახი:  ვარდისებრნი
გვარი:  Prunus
ქვეგვარი:  Cerasus
სახეობა:  ბალამწარა
ლათინური სახელი
Cerasus silvestris, Prunus avium var. silvestris

ბალამწარა (ლათ. Cerasus silvestris, Prunus avium var.silvestris) — ხე ვარდისებრთა ოჯახისა. მისი სიმაღლე 23-25 -ს აღწევს. აქვს მოშავო, სიგრძეზე დახეთქილი ქერქი, მოგრძო კვერცხისებრი ან ელიფსური ფოთლები. თეთრი ან ვარდისფერი ყვავილები შეკრებილია მრავალყვავილიან ქოლგა ყვავილედებად; ნაყოფი სფეროსებრია, მუქი წითელი ან შავი, იშვიათად მოყვითალო, მწარე ან მოტკბო გემო აქვს.

ბალამწარა იზრდება მთელ საქართველოში (ფოთლოვან ტყეებში), აგრეთვე კავკასიის ყველა რაიონში, ყირიმში, შუა ევროპის ქვეყნებში, ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, მცირე აზიასა და ირანში. ბალამწარას მერქანს ხმარობენ სადურგლო და სახარატო საქმეში. თაფლოვანი მცენარეა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]