განხილვა:ქანთრი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რატომ ანრი და არა ანრი? არსებული წესის მიხედვით ხომ ინგლისური და ბგერები ქართულად -თი და -თი გადმოგვაქვს.--ლევან ინასარიძე განხილვაწვლილი 16:44, 24 ივლისი 2013 (UTC)[უპასუხე]

იმიტომ რომ ასეა მსმენელებში დამკვიდრებული, ყველა ქანთრის სახელით იცნობს და აზრად არავის მოუვა კანტრი ჩაწეროს მოსაძებნად. ქანთრი ისეა დამკვიდრებული, რომ მაგის გადატანა უფრო დიდი შეცდომა იქნება. ზუსტად იმავე მიზეზით არ გადაგვაქვს, რა მიზეზითაც უოლტ დისნეის ვტოვებთ. ასეთ შემთხვევებში მაგ წესების გამოყენება არაა საჭირო. :) --SALINER 17:52, 24 ივლისი 2013 (UTC)[უპასუხე]

მაინტერესებს რატომ მოხდა სახელის გადატანა ყოველგვარი განხილვის გარეშე? მგონი, უპირველესი წესი განხილვა და საკითხის ისე გადაწყვეტაა. მეორეც, გვაქვს არაერთი მაგალითი იმისა, რომ გამონაკლის შემთხვევებში საჯაროდ დამკვიდრებულ სახელს ვტოვებთ და არ ვითვალისწინებთ ბგერათა წარმოთქმის წესს. მაგალითად, სიდნეი (მაშინ, როცა წესით სიდნი უნდა იყოს), დისნეი (დისნი) და ა.შ. მოკლედ, სანამ საკითხი განხილვით არ გადაწყდება, ვაბრუნებ ძველ სახელზე.--Saliner 22:33, 25 სექტემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

დამკვიდრებას შევეშვათ. C- ვერ იქნება ქ. და რაც შეეხება განხილვას - იყო ზემოთ ეს ნახსენები და არავინ გააგრძელა დისკუსია. "ქანთრი" თუ ასე გვსიამოვნებს, გამოვიყენოთ ვიკის ფარგლებს გარეთ, აქ კი ენციკლოპედიურად ზუსტი ვარიანტია საჭირო, თავისი სწორი წარმოთქმით, რომელიც ბგერების სწორად გადმოტანას ეფუძნება. გამართული და სწორი არის კანტრი, როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს მისი წარმოთქმა. საერთოდ, რატომ არის C ქ და Tr - თრ? Qounthry-ს რომ ყოფილიყო ჟანრის დასახელება (!!!) Q მაინც კ იქნებოდა. --Abandoner განხილვაწვლილი 06:10, 26 სექტემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

p.s. და ბოდიში, რომ გადავიტანე კანტრიზე. ეს დისკუსია გვიან წავიკითხე. სტატიაში სიტყვებს ვაბრუნებ უკან. სახელწოდებას მერე მივხედოთ --Abandoner განხილვაწვლილი 06:11, 26 სექტემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

თუ ვამბობთ, რომ წესია და უნდა მივიღოთ, მაშინ ყველაფერზე ავამოქმედოთ. თუ ვამბობთ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში უფრო დამკვიდრებულ ვერსიებს ვტოვებთ, ესეც აუცილებლად მათ შორის არის. ამას ნათლად ადასტურებს თუნდაც ინტერნეტ ძიების შედეგების რაოდენობაც. გარდა ამისა, მე ინტერნეტში ვერცერთი აკადემიური წყარო ვიპოვე, სადაც ტერმინი კანტრია გამოყენებული, განსხვავებით ქანთრისგან:

ქანთრი ინგლ. სოფლური აშშ-ის სოფლის მოსახლეობის ტრადიციული სასიმღერო-იმსტრუმენტული მუსიკა, მიეკუთვნება კომერციულ გასართობი მუსიკის სფეროს წყარო: მსოფლიო კულტურა და ხელოვნება : სასკოლო ლექსიკონი / შემდგ. ნუგზარ ბარდაველიძე ; რედ. ლალი მარგველაშვილი. - თბ. : სულხან-საბას საგანმანათლებლო საზ-ბა, 2011 (შპს "გაზეთი საქართველოს მაცნეს" სტ.). - 120 გვ. ; 24 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ.120.

ასე რომ, როგორც სიდნეის ვტოვებთ ადგილზე, როგორც დისნეი არ გადაგვაქვს არსად უკვე ამდენი წელია, ზუსტად უნდა მოვიქცეთ ამ შემთხვევაშიც.--Saliner 22:39, 27 სექტემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

მაგის ავტორებს, როგორც ბევრ ვინმეს, როგორც ჩანს, არ აინტერესებს დახმარება:ზოგიერთი უცხოენოვანი ბგერის გადმოცემა ქართულში. ასე მიმაჩნია. და სანამ ამ დისკუსიაში სხვები (კონკრეტულად სხვები და არა სხვა) არ ჩაერთვება და არ მოხდება ხმათა უმრავლესობით სხვა ვარიანტის არჩევა, მიმაჩნია, რომ უბრალოდ ვარღვევთ წესებს და ასე - ხან ერთი პრინციპის, ხან მეორეს არჩევით არასწორად ვიქცევით. ხან დამკვიდრებულს ვირჩევთ, ხან ფონეტიკურად სწორს - ასე არ უნდა იყოს. სასკოლო ლექსიკონი, მართალია, უახლესი წყაროა (2011), მაგრამ მისდამი ნდომი ნაკლებად მაქვს პირადად მე.

ქანთრი ჩემთვისაც მარტივია და უფრო ხელსაყრელი. --Abandoner განხილვაწვლილი 05:33, 28 სექტემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

სახელი, კიდევ ერთხელ[წყაროს რედაქტირება]

ეს სტატია წლების წინ, ყოველგვარი განხილვის გარეშე, გადავიდა ამჟამინდელ სათაურზე, რაზეც გადამტანმა მომხმარებელმა ამავე განხილვაში ბოდიში მოიხადა და სტატიაში გასწორდა სიტყვები, თუმცა ამ დრომდე სახელი დასაბრუნებელი რჩება, რაც გამოსასწორებელია.

ახლა კი რატომ უნდა იყოს ქანთრიზე:

არგუმენტი N1 — უახლესი ავტორიტეტული წყარო[წყაროს რედაქტირება]

ქანთრი

ინგლ. სოფლური

აშშ-ის სოფლის მოსახლეობის ტრადიციული სასიმღერო-იმსტრუმენტული მუსიკა, მიეკუთვნება კომერციულ გასართობი მუსიკის სფეროს.

წყარო: მსოფლიო კულტურა და ხელოვნება : სასკოლო ლექსიკონი / შემდგ. ნუგზარ ბარდაველიძე ; რედ. ლალი მარგველაშვილი. - თბ. : სულხან-საბას საგანმანათლებლო საზ-ბა, 2011 (შპს „გაზეთი საქართველოს მაცნეს“ სტ.). - 120 გვ. ; 24 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ.120.

არგუმენტი N2 — საყოველთაოდ დამკვიდრებული ვერსია[წყაროს რედაქტირება]

ქართულ მედიაში, ყოველდღიურ მეტყველებაში, მუსიკალურ წრეებში საყოველთაოდაა დამკვიდრებული და მიღებული ტერმინი „ქანთრი“, როგორც მუსიკის ჟანრი. ამაში თავადვე მარტივად დარწმუნდებით უბრალო დაგუგვლითაც. მე კი აქ საჩვენებლად ოთხ განსხვავებულ წყაროს მოვიხმობ: Forbes Georgia; საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი; Presa.ge; რადიო თავისუფლება.

წესისამებრ განხილვის დასრულებამდე დაველოდები რამდენიმე დღე და შემდეგ დავაბრუნებ ძველ სათაურზე.— Saliner 22:36, 22 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]