ქამეფიტები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქამეფიტები (ბერძ. chami — მიწაზე, დაბლა და ბერძ. phyton — მცენარე) — მცენარეთა სასიცოცხლო ფორმის ერთ-ერთი ტიპი. განახლების კვირტიანი ყლორტები ან მიწის ზედაპირზეა, ან ამაღლებულია იმდენად, რომ კვირტი მოქცეულია მიწიდან 30 სმ-ზე; იგი იფარება თოვლით ან მცენარეული მკვდარი მასით. ქამეფიტებს ეკუთვნის ქონდარა ბუჩქები და ზოგიერთი მრავალწლოვანი ბალახი. ზრდის ფორმის მიხედვით მრავალნაირია: სწორმდგომი, გართხმული, ბალიშა, ხვიარა და სხვა, არიან ეპიფიტებიც. ყვავილოვანი მცენარეებიდან ქამეფიტებს განეკუთვნევბა ავშანი, ბეგქონდარა, ფხიჯა, ქუდუნა, სალბი, მუზარადა და სხვა, სპოროვანებიდან — ზოგი ხავსი და ლიქენი. ქამეფიტები ბევრია ხმელთაშუაზღვისპირეთში, უდაბნოებში, არქტიკაში, მაღალ მთიანეთსა და ტაიგაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]