სპოროვანი მცენარეები
იერსახე
სპოროვანი მცენარეები — მცენარეები, რომლებიც ძირითადად მრავლდებიან და ვრცელდებიან სქესობრივი ან უსქესო გზით წარმოქმნილი სპორებით. ბევრ სპოროვან მცენარეში სპორები ემსახურება არახელსაყრელი პირობების გადატანას. ზოგ სპოროვან მცენარეში სპორები იშვიათად წარმოიქმნება, გამრავლებას კი ჩვეულებრივ, ემსახურება სხეულის ნაწილები. სპოროვან მცენარეებს ყოფენ უმდაბლეს და უმაღლეს სპოროვან მცენარეებად.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 523.