ქუდუნა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქუდუნა

ქუდუნა (ლათ. Drába) — მცენარეთა გვარი კომბოსტოსებრთა ოჯახისა. ერთ-, ორ-, ან მრავალწლოვანი ბალახებია. ზოგჯერ მკვრივ ბალიშისებრ ან ფაშარ კორდებს ქმნიან. პატარა თეთრი ან ყვითელი, მტევნისებრ ყვავილედებად შეკრებილი ყვავილები აქვთ. ნაყოფი ჭოტაკია.

გვარში 300-მდე სახეობაა. გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ და ცივ სარტყელში. კავკასიაში 20-მდე სახეობა გვხვდება, საქართველოში — 16. ქუდუნას სახეობები იზრდება კლდეებზე, მორენებსა და ჩამონაზვავებზე, ქვიან ფერდობებსა და კირქვიან კლდეებზე, მთის შუა სარტყლიდან ალპურ სარტყლამდე. საქართველოში გავრცელებული სახეობებიდან 4 საქართველოს ენდემია (ლათ. Draba Mingrelica, Draba Ossetica, Draba Imeretica, Draba Meckhetica. ხოლო 4 კავკასიისა ლათ. Draba Bryoides, Draba Sabra, Draba Suprenivalis, Draba Subsecunda). ზოგიერთი სახეობა დეკორატიულია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახეობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გვარში 300-მდე სახეობაა, აქედან ყველაზე გავრცელებულია: