ქამეროფსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ქამეროფსი
Chamaerops humilis (Zingaro)015.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ოჯახი:  პალმები
გვარი:  ქამეროფსი
ლათინური სახელი
Chamaerops
დაცვის სტატუსი
Status iucn3.1 LC ka.svgსაჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 13164373

ქამეროფსი (ლათ. Chamaerops) — მცენარეთა გვარი პალმების ოჯახისა. დაბალტანიანი (2—3 მეტრი სიმაღლის), მრავალღეროიანი, ზოგჯერ ერთღეროიანი (6 მ სიმაღლის) პალმებია. მარაოსებრი ფოთლები ღეროს წვერშია თავმოყრილი; გრძელი ყუნწი დაფარულია ბრჭყალისებრი ქაცვებით. ყვავილები მომცროა, შეკრებილია დატოტვილ ყვავილედად. ნაყოფი კენკრაა. გვარში 2 სახეობაა. (სახესხვაობებით), სხვა მონაცემებით 9 სახეობა. გავრცელებულია დასავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში, მათგან ქონდარა პალმა (Chamaerops humilis) ერთადერთი პალმაა ევროპაში. იგი, როგორც დეკორატიული მცენარე კულტივირებულია განსაკუთრებით შავი ზღვის სანაპიროს ბაღ-პარკებში, სადაც ყოველწლიურად ყვავის და ნაყოფმსხმოიარობს. ფოთლის ბოჭკოს იყენებენ თოკების, ტომრებისა და სხვათა დასამზადებლად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]