ქალები მონტენეგროში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იაროსლავ ჩერმაკი „ მონტენეგროელი ქალბატონი.“ 1865 წ.

ქალები მონტენეგროში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. თანამედროვეობაში ქალების მიმართ უფრო მეტი პატივისცემა იგრძნობა, ვიდრე გასულ საუკუნეში. [1]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონტენეგროს საზოგადოებაში ქალთა როლის შესახებ ერთ-ერთი ადრეული მიმოხილვა ეკუთვნის გაზეთ The New York Times-1880 წლის 5 ნოემბერს, რომელიც ირონიულად აღნიშნავდა, რომ ქალები და მამაკაცები მინდვრებში თანაბრად შრომობდნენ, თუმცა ქმრის ნივთებს ქალი ეზიდებოდა. ამავე გაზეთის ცნობით, ქალები მართავდნენ საოჯახო მეურნეობას, ქსოვდნენ, რთავდნენ. [2] ჰოლანდიელი მწერალი ჰენრი ვან დერ მანდერე კიდევ უფრო კრიტიკული იყო ქალის როლის მიმართ მონტენეგროს საზოგადოებაში: ის ამტკიცებდა, რომ ცოლი ფაქტობრივად უუფლებო იყო, მას ევალებოდა მხოლოდ ქმრის კვალდაკვალ ეტარებინა ბარგი, ქალიშვილი კი მამის ნებას უნდა დამორჩილებოდა. იგი ქალს ადარებდა მონას და ცხოველს, რომელსაც მამაკაცებთან ერთ მაგიდასთან ჯდომის უფლება არ ჰქონდა; მონტენეგროელი გოგონების სილამაზე დნებოდა, როდესაც ისინი ცოლები ხდებოდნენ. ანთროპოლოგი ზორკა მილიჩის აზრით, ქალის მიმართ დამოკიდებულება იმაზეც იყო დამოკიდებული, თუ რამდენი ვაჟი და ქალიშვილი ჰყავდა: ქალებს, რომლებსაც ბევრი ვაჟი ჰყავდათ, უფრო პატივისცემით ეპყრობოდნენ. [3]

სიტუაცია შეიცვალა იუგოსლავიის სახალხო-განმათავისუფლებელი ომის შემდეგ, როდესაც ქალებს მიეცათ უფლება მიეღოთ საშუალო და უმაღლესი განათლება, მონაწილეობა მიეღოთ სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში და ა.შ., მაგრამ ამავე დროს, უფროს თაობაში ჯერ კიდევ არსებობს ძლიერი რწმენა. რომ ქალი ვალდებულია უპირველეს ყოვლისა იზრუნოს ოჯახზე და შვილებზე.

ქალის როლი საზოგადოებაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ივლება, რომ მონტენეგროელი ქალები მსოფლიოში ყველაზე მაღლებს შორის არიან (საშუალო სიმაღლე 171 სმ). [1] შობადობის რეიტინგი (ბავშვთა რაოდენობა ქალზე), მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით, 2002 წლიდან 2010 წლამდე შემცირდა (2002 წელს 1,77-დან 2010 წელს 1,66-მდე). მონტენეგროს თანამედროვე კანონმდებლობის თანახმად, მამაკაცებსა და ქალებს თანაბარი უფლებები აქვთ. ასევე, სექსუალური თანასწორობის მიღწევის ეროვნული გეგმის მიხედვით, ყველა ქალს, ასაკის მიუხედავად ერთნაირი უფლებები და შესაძლებლობები აქვთ ცხოვრების ყველა სფეროში; მათ ასევე გარანტირებულ აქვთ ძალადობისგან (მათ შორის სექსუალური ძალადობისგან) დაცვა. [4]

რეგიონიდან გამომდინარე, ქალებს შეუძლიათ იცხოვრონ მონტენეგროს საზოგადოების კონსერვატიულ პატრიარქალურ ნაწილში ან უფრო თანამედროვე, მატრიარქალურ ნაწილში. ოჯახში, როგორც წესი, მამაკაცი არის უფროსი, ქალი კი ეხმარება მას სახლის მართვაში. ტელეკომპანია Al-Jazeera- ს ცნობით, ძველ დროში მონტენეგროს საზოგადოებაში ქალიშვილის დაბადება ყოველთვის არ იყო მისასალმებელი, რადგან ოჯახი ვაჟს უნდა გაეგრძელებინა, რის შედეგადაც დაიწყო აბორტები, რაც დღესაც გრძელდება. კონსერვატიული წრეები კი ებრძვიან მსგავს ქმედებებს, ავრცელებენ სოციალურ რეკლამებს აბორტის აკრძალვის მოთხოვნით.

ცნობილი მონტენეგროელი ქალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Montenegrin people. PANACOMP. ციტირების თარიღი: 2013-11-18.
  2. THE WOMEN OF MONTENEGRO.. Correspondence of the London Standard. The New York Times. ციტირების თარიღი: 2013-11-18.
  3. WOMEN OF MONTENEGRO დაარქივებული 2024-03-28 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
  4. Montenegro commits to implementing national plan and law towards equality in all areas დაარქივებული 2023-04-17 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
  5. , doi:10.2298/mpns0608391m, PMID 17140043.