დივნა ვეკოვიჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დივნა ვეკოვიჩი (სერბ.  Дивна Векови, დ. ლუჟაცი , 1886 — გ.1944) — მონტენეგროელი ექიმი-მეანი, სტომატოლოგი, ლიტერატურის დოქტორი, ნეგოშის "მთის გვირგვინის" პირველი მთარგმნელი ფრანგულ ენაზე . ფრანგულ-სერბული ლექსიკონის ავტორი.[1][2]

დივნა ვეკოვიჩი
მშობლიური სახელი სერბ. Дивна Вековић
დაბადების თარიღი 1886
ლუჟაჩი, ჩერნოგორიის სამთავრო
გარდაცვალების თარიღი 1944
ზიდანის ხიდი, ლაშკო, სლოვენია
მოქალაქეობა ჩერნოგორიის სამთავრო
იუგოსლავიის სამეფოს დროშა იუგოსლავიის სამეფო
საქმიანობა მთარგმნელი, პროზაიკოსი

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დივნა ვეკოვიჩი დაიბადა 1886 წელს ქალაქ ბერანის მახლობლად მდებარე სოფელ ლუჟაცში. უროშ და ტოლა ვეკოვიჩების მრავალშვილიან ოჯახში. მან დაამთავრა ჯურჯევი-სტუპოვის მონასტერთან არსებული დაწყებითი სკოლა, შემდეგ კი — დაწყებითი გიმნაზია სკოპიეში და ქალთა ინსტიტუტი ცეტინიეში. არ მოიპოვება სანდო ინფორმაცია მისი ოჯახური ცხოვრების შესახებ.

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როგორც უაღრესად ნიჭიერი სტუდენტი,  მთავარმა ნიკოლა I -მა  დივნა გააგზავნა პარიზში სასწავლებლად  და დაუნიშნა მონტენეგროს სამთავროს სტიპენდია. დივნა გახლდათ  ცეტინეში ქალთა ინსტიტუტის, გოგონების განათლების ინსტიტუტის — „დედოფალ მარიას“ სტიპენდიანტი.  მან 1907 წელს სორბონაში დაამთავრა სამედიცინო ფაკულტეტი და გახდა ექიმი. საფრანგეთში ერთი წლის განმავლობაში სწავლობდა ამიენის მეანთა სკოლაში, სორბონის სამედიცინო სკოლის მეორე და ბოლო კლასში და ორწლიან სტომატოლოგიურ სკოლაში, რომელიც დაასრულა 1917 წელს პარიზში. იგი გახლდათ საერთაშორისო წითელი ჯვრის წევრი. მონტენეგროში დაბრუნდა  1939 წელს. საფრანგეთში სწავლის პერიოდში სრულყოფილად დაეუფლა ფრანგულ ენას.[3]

დივნა ვეკოვიჩის კუთვნილი დოკუმენტაცია 1945 წელს განადგურდა, ამიტომ არ არსებობს ოფიციალური მონაცემები სამეანო სკოლისა და სტომატოლოგთა სკოლის მოსამზადებელი კლასის დასრულების შესახებ,  ასევე არ არსებობს სორბონაში სწავლისა და სამედიცინო ფაკულტეტზე ჩარიცხვის და სტიპენდიის ოფიციალური მოწმობა.  მის შესახებ ინფორმაცია სათანადო ორგანოებს ახლობლებმა მიაწოდეს.

1926 წელს ბელგრადში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ლიტერატურის დარგში.

ლიტერატურული ნაწარმოებები და თარგმანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დივნა ვეკოვიჩმა 1917 წელს პირველმა თარგმნა ნეგოშის „მთების გვირგვინი“ ფრანგულ ენაზე. ამ გამოცემის წინასიტყვაობა დაწერა ფრანგმა მწერალმა და აკადემიკოსმა ანრი დე რენიემ.  მთავარმა ნიკოლამ მისი ღვაწლი სათანადოდ შეაფასა და  დააჯილდოვა ოქროსა და პლატინისგან დამზადებული ნეგოშის გამოსახულებიანი  სამახსოვრო გულსაბნევით.

ასევე ცნობილია, რომ დივნა ასრულებდა იოვან იოვანოვიჩ-ზმაის სიმღერებს. მან თარგმნა ვუკ კარაჯიჩის წიგნი "სერბი ხალხის ცხოვრება და მორალი", "სერბული ხალხური ზღაპრები, ეპიკური სიმღერები, იგავ-არაკები" და სხვა ნაწარმოებები. იგი გახლავთ ავტორი ფრანგული ენის ორი ლექსიკონის, ფრანგული ენის გრამატიკის და წიგნისა „სისხლიანი სიკვდილი“ (1931). გარდა ამისა, დივნა ვეკოვიჩი აგროვებდა არტეფაქტებს, წეს-ჩვეულებებს, კოსტიუმებს ვასოევიჩისა და მონტენეგროში.

საქმიანობა ომის პერიოდში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დივნა ვეკოვიჩმა პირველი მსოფლიო ომის დროს თავი გამოიჩინა, როგორც ექიმმა და ჰუმანისტმა. როგორც სორბონის სტუდენტი, იგი 1918 წელს ნებაყოფლობით შეუერთდა თესალონიკის ფრონტის მებრძოლებს, ასრულებდა პროფესიულ მოვალეობებს. იგი დაიჭრა სალონიკის ფრონტზე. ომის შემდეგ მან თავი მიუძღვნა სერბი და მონტენეგროელი ბავშვების აღზრდას, რომლებიც განათლებას იღებდნენ საფრანგეთში.[4][5]

დივნა ვეკოვიჩი ოცდაათ წელზე მეტია ცხოვრობდა და მუშაობდა პარიზში. 1939 წელს იგი დაბრუნდა იუგოსლავიაში და დარჩა ომის დაწყების გამო. მეორე მსოფლიო ომის დროს მონტენეგროში ცხოვრებისას დივნა ვეკოვიჩი  მუშაობდა მშობლიურ ქალაქში, ზრუნავდა ავადმყოფებზე, დაჭრილებსა და ღარიბებზე. იგი გალხდათ ძალიან თავდადებული და ჰუმანური თანამშრომელი. [6]

1943 წლიდან მუშაობდა ბერანის ჯანმრთელობის ცენტრში.

გარდა პროფესიული საქმიანობისა, დივნა ქალაქ ბერანის რაიონში ქალთა განათლებით იყო დაკავებული. 1941 წლიდან ომის დასრულებამდე იგი აქვეყნებდა  პოლიტიკურ და ლიტერატურულ სტატიებს ყოველკვირეულ გაზეთ Глас Црногорца-ში. ომის დასაწყისში, როგორც უცხო ენების მცოდნე, ესწრებოდა მოლაპარაკებებს იტალიურ სარდლობასთან ბერანში. ის იყო ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანი, ვისაც ღრმად სჯეროდა, რომ ასეთი მოლაპარაკებები უნდა გამართულიყო ხალხის განადგურების თავიდან ასაცილებლად.[7]

სიკვდილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯურჯევი-სტუპოვის მონასტერი

დივნა ვეკოვიჩი გადასახლებული მეფის პოლიტიკური იდეების მიმდევარი და სერბი ხალხის ეროვნული მიზნების ერთგული იყო. ცნობილ მონაცემებში არ არის მინიშნება, რომ იგი გახლდათ რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი საფრანგეთში ან მონტენეგროში, მაგრამ მხარს უჭერდა მონარქიულ სისტემას. მისი უფროსი ძმა პანტო ვეკოვიჩი, პროფესიით მღვდელი, ჩართული იყო ბერანის პოლიტიკურ ცხოვრებაში ვასოევიჩელ ადამიანთა ჯგუფთან ერთად, რომლებიც ოსმალეთის მმართველობის დროს მნიშვნელოვან სოციალურ ფუნქციებს ასრულებდნენ.

ომის დასრულებამდე, როდესაც იტალიელებმა უკან დაიხიეს ალბანეთისკენ,  პარტიზანები შეიჭრნენ და გაათავისუფლეს პოდგორიცა, გავრცელდა ჭორი, რომ ყველა მოქალაქე, ვინც არ შეუერთდებოდა პარტიზანებს, დაისჯებოდა. ბევრი მონტენეგროელი ლტოლვილი გახდა. ხალხის დიდი ნაწილი, ახალი ხელისუფლების შიშით, ბოსნიისა და ხორვატიის გავლით გადავიდა დასავლეთის ტერიტორიებზე.[8]

ერთ-ერთი ასეთი ლტოლვილი, როგორც სახელმწიფოს მონარქიული სისტემის მომხრე, იყო დივნა. იგი მოკლეს 1944 წელს. მართალია, ისტორიოგრაფია ირწმუნებოდა, რომ იგი გარდაიცვალა მეორე მსოფლიო ომის ბოლოს, გაურკვეველ ვითარებაში, არსებობდა მტკიცებულებები, რომ დიმნა დაიღუპა ზიდანის ხიდზე მომხდარი მოვლენების შედეგად, როდესაც პარტიზანულმა მთავრობამ სასამართლო პროცესის გარეშე დახვრიტა ათიათასობით ლტოლვილი ადამიანი სერბეთიდან, მონტენეგროდან და ხორვატიიდან.[9]

ხსოვნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2017 წელს ჯურჯევი-სტუპოვის მონასტრის გვერდით გაიხსნა დივნა ვეკოვიჩის სახელობის ეროვნული სამზარეულო. [5]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Raketić, Vukosav. Divna Veković heroina velikog srca. — Andrijevica : Udruženje srpskih književnika u otadžbini i rasejanju-Beograd. Ogranak za Crnu Goru- Andrijevica, 2012.
  • Bешовић, Радослав Јагош. Племе Васојевићи : у вези са историјом Црне Горе и племенским животом сусједних брда. — Сарајево : Државна штампарија, 1935.COBISS 96709639 დაარქივებული 2022-04-16 საიტზე Wayback Machine.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Bibliothèque nationale de France Divna Veković // იდენტიფიკატორი BNF (ფრ.): ღია მონაცემების პლატფორმა— 2011.
  2. Prva ljekarka u Crnoj Gori – Divna Veković (1886-1994). medical. ციტირების თარიღი: 3 ნოემბერი 2019. დაარქივებულია 3 ნოემბერი 2019 .
  3. VEKOVIĆ DIVNA. Muzej žena Crne Gore. ციტირების თარიღი 3 ნოემბერი 2019. დაარქივებულია 5 მაისი 2019 .
  4. Мартиновић, Јокановић, 2006, p. 391-393
  5. 5.0 5.1 Секуловић, М. (2017-04-19). “Тајанствена хероина опет пружа уточиште”. Новости. დაარქივებულია ორიგინალიდან 2019-11-03. ციტირების თარიღი 2019-11-03.
  6. Мартиновић, Марина; Јокановић, Владимир Divna Veković (1886-1944)--the first woman physician in Montenegro. NCBI. National Center for Biotechnology Information. ციტირების თარიღი: 3 ნოემბერი 2019. დაარქივებულია 6 აპრილი 2019 .
  7. Poznati Ivangrađani: Divna Veković. Mladi Berana. ციტირების თარიღი: 3 ნოემბერი 2019. დაარქივებულია 3 ნოემბერი 2019 .
  8. “Duško Novaković, sin Ksenije Cicvarić: Majku je život surovo kažnjavao, tugu je liječila pjesmom”. Fokus. 2017-01-11. დაარქივებულია ორიგინალიდან 2019-11-01. ციტირების თარიღი 2019-11-01.
  9. Cvijić, Vuk Z. (2009-11-22). “Srbija mora da odluči šta će sa telima streljanih u Sloveniji”. Blic. დაარქივებულია ორიგინალიდან 2019-11-03. ციტირების თარიღი 2019-11-03.