შინაარსზე გადასვლა

ელენა მონტენეგროელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ელენა მონტენეგროელი

ელენა 1900 წელს
იტალიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 29 ივლისი 1900
მმართ. დასასრული: 9 მაისი 1946
წინამორბედი: მარგერიტა სავოიელი
მემკვიდრე: მარი ჟოზე ბელგიელი
ეთიოპიის იმპერატრიცა
მმართ. დასაწყისი: 9 მაისი 1936
მმართ. დასასრული: 5 მაისი 1941
წინამორბედი: მენენ ასფავი
მემკვიდრე: მენენ ასფავი
ალბანეთის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 16 აპრილი 1939
მმართ. დასასრული: 8 სექტემბერი 1943
წინამორბედი: გერალდინა ალბანელი
მემკვიდრე: წოდება გაუქმდა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 8 იანვარი 1871
დაბ. ადგილი: ცეტინიე, მონტენეგროს სამეფო
გარდ. თარიღი: 28 ნოემბერი 1952, (81 წლის)
გარდ. ადგილი: მონპელიე, საფრანგეთის მეოთხე რესპუბლიკა
მეუღლე: ვიტორიო ემანუელე III, იტალიის მეფე
შვილები: 1. იოლანდა, ბერგოლოს გრაფინია
2. მაფალდა, ჰესენის ლანდგრაფინია
3. უმბერტო II, იტალიის მეფე
4. ჯოვანა, ბულგარეთის ცარიცა
5. მარია ფრანცისკა, ბურბონ-პარმას პრინცესა
დინასტია: პეტროვიჩები
მამა: ნიკოლა I, მონტენეგროს მეფე
დედა: მილენა ვუკოტიჩი
რელიგია: ჯერ მართლმადიდებლობა, შემდეგ კათოლიციზმი

ელენა მონტენეგროელი (სერბ.-ხორ. Jelena Savojska, იტალ. Elena del Montenegro; დ. 8 ინვარი 1871, ცეტინიე, მონტენეგრო - გ. 28 ნოემბერი 1952, მონპელიე, საფრანგეთი) — მონტენეგროს მეფე ნიკოლა I-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ მილენა ვუტოკიჩის შუათანა ქალიშვილი. იტალიის დედოფალი 1900-46, ეთიოპიის იმპერატრიცა 1936-1941 და ალბანეთის დედოფალი 1939-1943 წლებში როგორც ვიტორიო ემანუელე III-ის მეუღლე. იტალიის მეფე უმბერტო II-ისა და ბულგარეთის ცარიცა ჯოვანა იტალიელის დედა.

ელენა დაიბადა 1871 წლის 8 იანვარს, მონტენეგროს ქალაქ ცეტინიეში. მისი მშობლები იყვნენ მონტენეგროს მეფე ნიკოლა I და მისი ცოლი, დედოფალ მილენა ვუტოკიჩი. 10 წლის ასაკში ელენა სასწავლებლად გაემგზავრა სანქტ-პეტერბურგის ახალგაზრდა ქალბატონების ინსტიტუტში. იგი ძალიან ნიჭიერი იყო ფერწერასა და ლიტერატურაში. მან დაამზადა მისი ბიძის, მონტენეგროს განსვენებული მეფის დანილო I-ის საოცარი მონუმენტი.

1896 წლის 24 ოქტომბერს ელენა დაქორწინდა იტალიის ტახტის მემკვიდრე ვიტორიო ემანუელე სავოიელზე. ქორწინების შემდეგ ელენამ შეიცვალა რელიგია და მართლმადიდებლობიდან კათოლიციზმზე გადავიდა. სწორედ ამის შემდეგ, 1900 წელს რაც ვიტორიო ემანუელე III იტალიის მეფე გახდა, ელენა დედოფლად იქცა. ელენას დედა იმდენად შეშფოთებული იყო იმით, რომ მისმა ქალიშვილმა რელიგია შეიცვალა, რომ მათ ქორწილზე, რომში არ ჩავიდა.

1936 წელს იტალიამ დაიპყრო ეთიოპიის იმპერია, რის შემდეგაც ელენა ეთიოპიის იმპერატრიცა გახდა, ხოლო 1939 წელს, ალბანეთის დაპყრობის შემდეგ, იგი ალბანეთის დედოფალიც გახდა. სულ მალე 1943 წელს იტალია ორივე ქვეყანაში დამარცხდა, რის გამოც ელენას ორივე წოდება ჩამოერთვა და მხოლოდ იტალიის დედოფლობა დარჩა.

1941 წელს მან დიდი გავლენა მოახდინა თავის ქმარსა და გენერალ ბენიტო მუსოლინზე და მონტენეგროს დამოუკიდებლობა შეუნარჩუნა. 1943 წელს მან გაანთავისუფლა გერმანიის ციხეში მყოფი ძმისწული, მონტენეგროს პრინცი მიქაელი და მისი ცოლი, პრინცესა ჟენევიევა პრიგნეტი. პრინცი მიქაელი გერმანელებმა მას შემდეგ დაატყვევეს, რაც მან იტალიის დაცვის ქვეშ მყოფი მონტენეგროს მეფობაზე უარი თქვა.

1900 წლის 29 ივლისს, მამამისის მკვლელობის შემდეგ ელენას ქმარი, ვიტორიო ემანუელე III იტალიის ტახტზე ავიდა. ამით ოფიციალურად ელენამ მიიღო მისი ქმრის მთელი ტიტულები: იტალიის დედოფალი და ასევე მისი კოლონიების, ეთიოპიისა და ალბანეთის დედოფლობა.

1908 წლის 28 დეკემბერს იტალიის ქალაქ მესინაში მოხდა კატასტროფული მიწისძვრა. ცნობილია, რომ დედოფალი ელენა ჩავიდა მესინაში და მაშველებს ადგილობრივების გადარჩენასა და მკურნალობაში, საკუთარი ხელით ეხმარებოდა. ამან ცხადია ქვეყნის შიგნით დედოფლისადმი სიყვარული და პატივისცემა ძალიან გაზარდა. პირველი მსოფლიო ომის დროს დედოფალი ელენა, თავის დედამთილთან, დედა-დედოფალ მარგერიტა სავოიელთან ერთად მედდად მუშაობდა კლინიკაში და იტალიელ ჯარისკაცებს მკურნალობდა. მან საქველმოქმედო მაგიდაზე რამდენიმე თავისი ძვირფასი რელიქვია დადო, რათა ბიუჯეტი შეევსო. პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ კი, დედოფალმა ელენამ თავისი გვირგვინი გაყიდა რათა იტალიის საგარეო ვალები გადაეხადათ.

1911 წლიდან 1921 წლამდე ელენა ნებაყოფლობით მუშაობდა წითელი ჯვრის მედდად. იგი ბავშვობიდან მედიცინით იყო გატაცებული და დაჭრილი ჯარისკაცების დახმარება მას სიამოვნებდა. ასევე დედოფალ ელენას დაფინანსებით შეიქმნა საქველმოქმედო ფონდი, რომელიც ჯარისკაცებს ენცეფალიტსა და ტუბერკულოზს მკურნალობდა და მათ ღარიბ დედებს ფულს ურიცხავდა.

იგი გამუდმებით იყო ჩართული იტალიაში მედიცინის განვითარებაში. მან დიდი ძალისხმევა ჩადო იმაში, რომ იტალიელ ექიმებს საზღვარ გარეთ ტრენინგი გაეარათ. ასევე იგი მუშაობდა კიბოს, ტუბერკულოზისა და სხვა განუკურნებელი დაავადებების განკურნების გზების ძიებაზე.

1939 წელს ფაშისტური გერმანია პოლონეთში შეიჭრა, რასაც მოჰყვა ბრიტანეთისა და საფრანგეთის მხრიდან ომის გამოცხადება და მეორე მსოფლიო ომის დაწყება. იტალია გერმანიის მოკავშირე იყო და ლოგიკურად ისიც აღმოჩნდა ამ ომში ჩათრეული. დედოფალმა ელენამ ომის დაწყებიდან სამ თვეში ექვს ნეიტრალურ ევროპელ დედოფალს (დანიის დედოფალ ალექსანდრა მეკლენბურგელს, ნიდერლანდების დედოფალ ვილჰემინას, ლუქსემბურგის ჰერცოგინია შარლოტას, ბელგიის დედოფალ ელისაბეთ ბავარიელს, თავის ქალიშვილს, ბულგარეთის ცარიცა ჯოვანა იტალიელსა და იუგოსლავიის დედა-დედოფალ მარია რუმინელს), რომ ომში მათ იტალიის მხარე დაეჭირათ, თუმცა ამაოდ.

1943 წლის 25 ივლისს ვიტორიო ემანუელე III-მ ბენიტო მუსოლინი დააპატიმრა. 9 სექტემბერს იტალიაშიც გერმანელები შეიჭრნენ, თუმცა უამრავი მოკავშირის წყალობით ვიტორიომ და ელენამ რომიდან გაქცევა შეძლეს. ამის საპასუხოდ, ნაცისტებმა დააპატიმრეს მათი ქალიშვილი მაფალდა, რომელიც გერმანიაში იყო გათხოვილი. მაფალდა ტყვედ აიყვანეს და საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნეს, სადაც იგი 1944 წლის 27 აგვისტოს მოკლეს.

გაძევება და გარდაცვალება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ომის დამთავრების შემდეგ, 1946 წლის 9 მაისს ვიტორიო ემანუელე III იტალიის ტახტიდან თავისი ვაჟის, უმბერტო II-ის სასარგებლოდ გადადგა. სულ მალევე, 1946 წლის 2 ივნისს იტალიაში ჩატარდა რეფერენდუმი, რის შედეგებითაც ხალხის 52 % მოითხოვდა მონარქიის დამხობას და რესპუბლიკად გადაკეთებას. ოთხი დღის შემდეგ იტალია რესპუბლიკად გამოცხადდა, თუმცა ფორმალურად. 12 ივნისს კი უმბერტოს მმართველობა დაამხეს. ვიტორიო და ელენა ეგვიპტეში წავიდნენ, სადაც ისინი მეფე ფარუკმა დიდი პატივით მიიღო და შეიფარა. ერთი წლის შემდეგ ვიტორიო ემანუელე ალექსანდრიაში ფილტვის შეშუპებით დაიღუპა. ამის შემდეგ ელენას ეგვიპტეში გაჩერება აღარ შეეძლო, რის გამოც იგი საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში გადასახლდა. რამდენიმე წელიწადში ფრანგმა ექიმებმა ელენას სიმსივნე დაუდგინეს. სიმსივნე უკვე ძალიან მძიმე სტადიაში იყო და ოპერაციისას ელენა დაიღუპა, 1952 წლის 28 ნოემბერს, 81 წლის ასაკში.

მისი სიკვდილიდან 65 წლის შემდეგ, 2017 წლის 15 დეკემბერს ელენას ნეშტი მონპელიედან ტურინში გადაასვენეს. ამ ამბიდან ორ დღეში, ასევე ტურინში, ალექსანდრიიდან გადაასვენეს ვიტორიო ემანუელეს ნეშტიც.

  1. იოლანდა (დ. 1 ივნისი 1901 - გ. 16 ოქტომბერი 1986), ცოლად გაჰყვა ბერგოლოს გრაფ ჯორჯო კარლო კალვის;
  2. მაფალდა (დ. 2 ნოემბერი 1902 - გ. 27 აგვისტო 1944), ცოლად გაჰყვა ჰესენის ლანდგრაფ ფილიპე ჰესენ-კასელს;
  3. უმბერტო II (დ. 15 სექტემბერი 1904 - 18 მარტი 1983), იტალიის მეფე, ცოლად შეირთო მარი-ჟუზე ბელგიელი;
  4. ჯოვანა (დ. 13 ნოემბერი 1907 - გ. 26 თებერვალი 2000), ცოლად გაჰყვა ბულგარეთის ცარ ბორის III საქსენს;
  5. მარია ფრანცისკა (დ. 26 დეკემბერი 1914 - გ. 7 დეკემბერი 2001), ცოლად გაჰყვა პარმის პრინც ლუიჯი ბურბონს;

გერბი და მონოგრამები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • 1871-1896: მონტენეგროს პრინცესა;
  • 1896-1900: ნეაპოლის პრინცესა;
  • 1900-1946: იტალიის დედოფალი;
  • 1936-1941: ეთიოპიის იმპერატრიცა;
  • 1939-1943: ალბანეთის დედოფალი;
  • 1946-1952: პოლენცოს გრაფინია;
  • Paolo Griseri. "Il fascismo, le leggi razziali, la fuga". La Repubblica. Retrieved December 18, 2017.
  • Nicole Winfield. "Remains of Exiled Italian King to be Returned after 70 years". ABC News. Retrieved December 17, 2017.
  • Isabella Pascucci, "Elena di Savoia nell'arte e per l'arte. Iconografia e storia della seconda Regina d'Italia", Daniela Piazza Editore, Torino, 2009.
  • Cristina Siccardi, "Elena. La regina mai dimenticata", Paoline Editoriale Libri, Milano, 1996;
  • Cristina Siccardi, "Elena. La regina mai dimenticata", Fabbri Editori-RCS Libri, Collana "LE GRANDI BIOGRAFIE", Milano, 2000;

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]