ქაბარჯინა
იერსახე
| ქაბარჯინა | |
|---|---|
ქაბარჯინა (ხედი სტეფანწმინდიდან) | |
| კოორდინატები: 42°34′16″ ჩ. გ. 44°33′17″ ა. გ. / 42.57111° ჩ. გ. 44.55472° ა. გ. | |
| ქვეყანა | |
| ტერიტორიული ერთეული | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი |
| სიმაღლე | 3141 მ |
| ქედი | ხევის კავკასიონი |
| ამგებელი ქანები | ანდეზიტ-დაციტური ტუფი, ტუფ-ბრექჩია და ლავა |
| ასაკი | ზედაპლიოცენური |
ქაბარჯინა — მთა, ძველი ჩამქრალი ვულკანი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კავკასიონის მთავარი ქედის შტოქედზე, მდინარეების თერგისა და სნოსწყლის წყალგამყოფზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 3141 მ. აგებულია ზედაპლიოცენური ანდეზიტ-დაციტური ტუფებით, ტუფ-ბრექჩიებითა და ლავებით. დასავლეთ კალთა ეროზიით ჩამორეცხილ-დაღარული და ფლატოვანია, მთის ძირში მძლავრი გამოზიდვის კონუსია ჩამოყალიბებული, რომელიც მდინარე თერგს ებჯინება. ქაბარჯინა თვალწარმტაცი კლდოვანი მასივის სახით არის აღმართული.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მარუაშვილი ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 440.