შინაარსზე გადასვლა

ფხოვლის ქვაშვეთის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფხოვლის ქვაშვეთის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ფხოვლის ტერიტორიაზე. სავარაუდოდ განეკუთვნება ადრინდელ შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია, ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვითა და კირის ხსნარით — აქა-იქ სწორხაზოვნად გამავალი რიგების გამოყვანით. დაზიანებულია: სამხრეთ კედლის დიდი ნაწილი დანგრეულია, დანარჩენი კედლები დაახლოებით 2.5–3 მეტრის სიმაღლეზეა შემორჩენილი. ჩრდილოეთ ფასადი თითქმის მთლიანად მიწითაა დაფარული. ინტერიერი დაახლოებით 1 მეტრის სიმაღლეზე ამოვსებულია ჩამონაშალი ქვითა და მიწით. ერთადერთი შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარი ნალისებრი თაღითაა გადახურული. აღმოსავლეთით ნალისებრი აფსიდია, რომელშიც სარკმელია გაჭრილი. სარკმლის გადახურვა და მის ზემოთ კედლის დიდი ნაწილი ჩამონგრეულია. სარკმლის სამხრეთით ერთი ოთხკუთხა ნიშაა. აფსიდი დარბაზისაგან მხრებითაა გამოყოფილი. დასავლეთ კედელში, შემოსასვლელის ზემოთ, შემორჩენილია სარკმლის წირთხლების მცირე ნაწილი და რაფა.