ფუნანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფუნანი III საუკუნეში.

ფუნანი — ერთ-ერთი პირველი ადრინდელი კლასობრივი სახელმწიფო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. I-VI საუკუნეებში მდინარე მეკონგის დელტასა და შუა დინებაზე მდებარეობდა. დედაქალაქი ვიადჰაპურა. I საუკუნეში ინდოელმა ბრაჰმანმა კაუნდინიამ დააარსა ფუნანის მეფეების პირველი დინასტია. III საუკუნის დასაწყისში ფუნანის ვასალები გახდნენ მეზობელი სახელმწიფოები: ჩენლა, ჩენტოუ, ფანრანგი და სხვა.

270-280 წლებში ჩამპასთან ერთად მონაწილეობდა ჩრდილოეთ ვიეტნამთან ომში და დამარცხდა. VI საუკუნეში ჩენლა ფუნანისგან დამოუკიდებელი გახდა, VIII საუკუნის I ნახევარში ფუნანი ჩენლის შემადგენლობაში შევიდა. ფუნანში განვითარებული იყო მონათმფლობელობა და მონათვაჭრობა. ფუნანისთვის დამახასიათებელი იყო მმართველობის დესპოტური ფორმა. რელიგია - ბუდიზმი, შემდეგ - ინდუიზმი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]