ფუვამულა
დასახლებული კუნძული | |
---|---|
ფუვამულა ފުވައްމުލައް ސިޓީ | |
ფუვამულას სატელიტური სურათი | |
ქვეყანა | მალდივის კუნძულები |
დაქვემდებარება | დედაქალაქი |
კოორდინატები | 0°17′35″ ს. გ. 73°25′24″ ა. გ. / 0.2932111° ს. გ. 73.4236000° ა. გ. |
ფართობი | 5.13 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 9 მეტრი |
მოსახლეობა | 8,095[1] კაცი (2014) |
სიმჭიდროვე | 1,600 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+05:00 |
ოფიციალური საიტი | https://fuvahmulah.gov.mv/ |
ფუვამულა (მალდივური: ފުވައްމުލައް) — დასახლებული კუნძული (ატოლი) მალდივის რესპუბლიკაში. ის შედის გნავიანი ატოლის ადმნინისტრაციული ერთეულის შემადგენლობაში. ადგილობრივები საუბრობენ მალდივურსიგან განსხვავებულ დიალექტზე - დივეჰი ბას.
სახელი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფუვამულა ნიშნავს "არეკას კაკლის პალმების კუნძულს", ადგილობრივ ენაზე ფუვას ეძახიან. მსოფლიოს სხვა ადგილები: პინანგი მალაიზიაში და გუვაჰატი ინდოეთის ასამის შტატში ასევე ამ კაკლის სახელს ატარებენ. კუნძულის თავდაპირველი სახელი შეიძლება ყოფილიყო მულაჰი, მაგრამ მალდივის სხვა იგივე სახელის მქონე კუნძულისგან გასარჩევად (მულაჰი) ამ კუნძულს ფუვამულაჰს ეძახიან (რაც ნიშნავს მულაჰი არეკას კაკლების პალმებით).[2]
საზღვაო რუკებზე და ზოგიერთი გეოგრაფი ამ კუნძულს უწოდებენ ფუა მულაკუ-ს. ძველ ფრანგულ რუკებზე კუნძული მოხსენიებული იყო როგორც - Poue Molluque.[3]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფუვამულა ისტორიის შესახებ ბევრი არაა ცნობილი, თუმცა შემორჩენილია ისტორიული წარსულის გარკვეული ნაშთები, მათ შორის ბევრი ბუდისტური სტუპები ცნობილი როგორც Fua Mulaku Havitta. მკვლევარების ან განძის მაძიებლების მიერ ჩატარებული უწესრიგო გათხრების შედეგად მათი საწყისი ფორმები დაკარგულია. დღეისთვის ნანგრევების სიმაღლე დაახლოებით 12 მეტრია და მცირე ბორცვებს წააგავს.
ისლამური პერიოდის მონუმენტებიდან ყველაზე ცნობილია: Gen Miskit, მარჯნის ქვებისგან აშენებული მეჩეთი და სასაფლაო. ის კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. გენ-მისკი ფუვამულას უძველეს მეჩეთად მიიჩნევა.
მიიჩნევა, რომ ბოლო ათსსი წლის განმავლოვბაში კუნძულის მოსახლეობა ეპიდემიების გამო სამჯერ გაწყდა და შემდეგ ისევ მოხდა კუნძული თავიდან დასახლება. ბოლო ეპიდემიის დროს გადარჩენილები გაიხიზნენ მეზობელ კუნძულებზე: ადუ, ჰუვადჰუ და ჰადჰუმანტი. იქ ისინი აპიდემიის გასვლამდე რამდენიმე წელი დარჩნენ.
სამხრეთი და ჩრდილოეთი ატოლების გაყოფის დროს (1959–1963) ფუვამულა სუვადივეს შემადგენლობაში შედიოდა. იმ წლებში ცენტრალური ხელისუფლების მიერ რასგფანოში ნავით გაგზავნილი ჯარისკაცების წარუმატებელი განლაგების მცდელობის გარდა არაფერი მნიშვნელოვანი მომხდარა. ადგილობრივები შეიკრიბნენ სანაპიროზე და ნავს ქვები დაუშინეს. ჯარისკაცების საპასუხო ცეცხლის შედეგად ორი კუნძულელი დაიჭრა და ერთი გარდაიცვალა.
2007 წლის 4 თებერვალს სათემო ცენტრის შენობა ხანძარმა გაანადგურა. ცეცხლი დილის სამ საათზე დაიწყო, რეგიონალური სახანძრო სამსახური, მალდივის პოლიციის სამსახური, და ადგილობრივები ერთობლივი ძალით ორი საათის განმავლობაში აქრობდნენ ცეცხლს. ხანძრის გაჩენის მიზეზს პოლიცია იძიებდა, თუმცა ოფიციალური რეპორტი არ გამოქვეყნებულა. პოლიციის განცხადებით ხანძრის მიზეზი სავარაუდოდ მოკლე ჩართვა გახდა.
[2007]] წლის 23 თებერვალს, ნავსაყუდელში ხანძარი გაჩნდა.[4] ცეცხლმა მთლიანად გაანადგურა ექვსი მინაბოჭკოვანი დაუ. ოთხი მათგანი იყო დაახლოებით 30 მეტრის სიგრძის, ხოლო დანარჩენი ორი 12 მეტრი. ეს ცეცხლი ასევე ადგილობრივი დროით დილის 3:40-ზე დაიწყო. ცეცხლი გაჩენისთანავე აღმოაჩინეს ადგილობრივმა მეთევზეებმა და დროულად გამოიძახეს სახანძრო სამსახური, თუმცა რადგან მინაბოჭკო სწრაფად აალებადია 6 ნავვის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ყველა დაუ დზღვეული იყო და საბოლოო ზარალმა დაახლოებით ორი მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა. ეს ხანძარი მიიჩნევა კუნძულის ისტორიაში ყველაზე მძლავრ ხანძრად.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- H. C. P. Bell, The Maldive Islands, An account of the physical features, History, Inhabitants, Productions and Trade. Colombo 1883, ISBN 81-206-1222-1
- H. C. P. Bell, The Maldive Islands – Monograph on the History, Archaeology and Epigraphy. Colombo 1940, ISBN 99915-3-051-7
- Xavier Romero-Frias, The Maldive Islanders, A Study of the Popular Culture of an Ancient Ocean Kingdom. Barcelona 1999, ISBN 84-7254-801-5
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- My Fuvahmulah
- Ministry of planning and national development დაარქივებული 2008-08-28 საიტზე Wayback Machine.
- Fuvahmulaku Notables დაარქივებული 2019-10-19 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Table PP5: Resident Population by sex, nationality and locality (administrative islands), 2014. Population and Households Census 2014. National Bureau of Statistics. ციტირების თარიღი: 14 August 2018.
- ↑ Divehiraajjege Jōgrafīge Vanavaru. Muhammadu Ibrahim Lutfee. G.Sōsanī.
- ↑ Louis Moreri (1683). Le grand dictionnaire historique ou mélange curieux de l'histoire sacrée et profane, გვ. 515–.
- ↑ „Haveeru News“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 September 2007.