შინაარსზე გადასვლა

ზღარბა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზღარბა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ლათინური სახელი
Acantholimon

ზღარბა (Acantholimon), მცენარეების გვარი ტყვიაბალახასებრთა ოჯახისა. პატარ-პატარა ბალიშისებრი ბუჩქებია. აქვთ ეკლიანი ხაზურ-ლანცეტა ფოთლები და მარტოული ან ყვავილედებად შეკრებილი დიდი ვარდისფერი ან მეწამული ყვავილები.

150-მდე სახეობა გავრცელებულია ევრაზიის სამხრეთ ნაწილში. იზრდება მთის შუა და ზედა სარტყელში მშრალსა და ქვიან ფერდობებზე. საქართველოში ამ გვარის 4 სახეობაა, მათგან 2 (A. fominii, A. lepturoides) კავკასიის ენდემია. იზრდება მთის შუა, სუბალპური და ალპური სარტყლების მშრალ, ქვიან ფერდობებზე ჯავახეთში, გარე კახეთში, ქიზიყში, ქართლსა და მესხეთში.