კურდღლისცოცხა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კურდღლისცოცხა (ლათ. Genista) — მცენარეთა გვარი პარკოსანთა ოჯახისა. ბუჩქები და ბუჩქაბალახებია, 70-ზე მეტი სახეობაა გავრცელებული ხმელთაშუაზღვისპირეთში, კავკასიაში 20-მდე სახეობაა, საქართველოში 9, მათ შორის ექვსი საქართველოს, ხოლო ორი კავკასიის ენდემია. იზრდებიან მთის ქვედა სარტყლიდან ალპურ სარტყლამდე, მშრალ, კლდოვან და ქვიან ფერდობებზე. ძველად ფოთლებიდან, ყვავილებიდან და ღეროებიდან იღებდნენ ყვითელ საღებავს. საღებავი კურდღლისცოცხა (Genista tinctoria) შეიცავს ალკალოიდ ანგარინს, აგრეთვე ციტიზინს, რომლის ხნსარიც გამოიყენება სუნთქვის ტიმულატორად.

საქართველოში აფხაზეთის კურდლისცოცხა შეტანილია წითელ ნუსხაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]