დედაფუტკარა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დედაფუტკარა

Stachys monnieri
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ოჯახი:  ტუჩოსანნი
გვარი:  დედაფუტკარა
ლათინური სახელი
Stachys

დედაფუტკარა (Stachys) — მცენარეთა გვარი ტუჩოსანთა ოჯახისა. ერთწლოვანი და მრავალწლოვანი ბალახებია. აქვთ მორიგეობით განლაგებული ფოთლები, რთული, თავთავისებრ ყვავილედებად შეკრებილი ყვავილები.

ცნობილია 200-მდე სახეობა, რომელიც გავრცელებულია მთელ მსოფლიოში. საქართველოში 16 სახეობაა, მ. შ. ფართოდაა გავრცელებული Stachys sylvytica (თაფლოვანი და საღებავი მცენარე), Stachys germanica (თაფლოვანი და ეთერზეთოვანი მცენარე), Stachys annya (ნათესების სარეველი) და სხვა. Stachys fruticulosa კავკასიის ენდემია.

საქართველოში იზრდება ქართლისა და კახეთის მშრალ თიხნარ, ხშირად ოდნავ დამლაშებულ ფერდობებზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]