ფრეგატი (კუნძული)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფრეგატი
მშობ. სახელი: ინგლ. Frégate Island
ფრანგ. Île de Frégate
Geografia de seychelles ES.jpg
გეოგრაფია
მდებარეობა ინდოეთის ოკეანე
კოორდინატები 4°35′09″ ს. გ. 55°56′29″ ა. გ. / 4.58583° ს. გ. 55.94139° ა. გ. / -4.58583; 55.94139
ფართობი 2,19 კმ²
უმაღლესი წერტილი 125 მ
სეიშელის დროშა სეიშელის კუნძულები
ოლქი ლა-დიგი და შიდა კუნძულები
დემოგრაფია
მოსახლეობა 208
სიმჭიდროვე 94,98 ად. /კმ²

ფრეგატი (ინგლ. Frégate Island, ფრანგ. Île de Frégate) — სეიშელის შიდა კუნძულების ერთ-ერთი კუნძული. მდებარეობს ინდოეთის ოკეანეში, ეკუთვნის სეიშელის კუნძულების სახელმწიფოს. მდებარეობს 55 კმ-ით აღმოსავლეთით კუნძულ მაედან. ფართობი — 2,19 კმ². ცნობილია როგორც განმარტოვებული კერძო კურორტი. ჟურნალმა «Times»-მა ფრეგატის პლაჟები მიიჩნია მსოფლიოში ყველაზე საუკეთესოებად[1].

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრეგატის კუნძულზე ყველაზე მაღალი წერტილი მდებარეობს სინიალეს მთაზე, კუნძულის დასავლეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 125 მეტრზე. მთიდან დაახლოებით 300 მეტრში ჩრდილო-აღმოსავლეთით მოედინება მდინარე ბამბოუსი, რომლის კალაპოტი გადის გროს-ბუა ნუარის და პლეინ მანიანის გვერდით კუნძულის შიდა ნაწილში. შესართავი მდებარეობს ფრეგატის კუნძულის აეროპორტის ასაფრენ-დასაჯდომი ზოლის სიახლოვეს[1]. კუნძულის ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარეობს 7 პლაჟი. სამხრეთით გაშენებულია პლანტაცია.

ფლორა და ფაუნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრეგატის კუნძულზე მცენარეულობა წარმოდგენილია Calophyllum inophyllum-ის სახეობით, კეშუს კაკლით და ინდური ნუშის ხით. ცხოველთა შორის გვხვდება ენდემური სეიშელის შამა-შაშვი (Copsychus sechellarum), გიგანტური კუ (Megalochelys gigantea) და შავტანიანი ხოჭო.

ეკოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადამიანები კუნძულზე მოვიდნენ XVII საუკუნეში და თან მოიყვანეს კატები, ძაღლები, ვირთხები, ტარაკანები და ქოქოსის ხეები. ეს სახეობები მნიშვნელოვნად ემუქრებიან ადგილობრივ ფლორას და ფაუნას და 10 წლის განმავლობაში ცდილობდნენ აღმოეფხვრათ ადამიანების მიერ მიყენებული ზარალი. ფრეგატის კუნძულზე შექმნილია სეიშელის კუნძულების ყველაზე დიდი საცდელი, ათობით ათასი ადგილობრივი ხე-ნარგავების აღსადგენად.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Carpin, Sarah «Seychelles». — 1998. — გვ. {{{გვერდნი}}} . (ინგლისური)