ლა-დიგი და შიდა კუნძულები
ოლქი | |
---|---|
ლა-დიგი და შიდა კუნძულები ინგლ. La Digue and Inner Islands | |
ქვეყანა | სეიშელის კუნძულები |
კოორდინატები | 4°21′13″ ს. გ. 55°50′13″ ა. გ. / 4.35361° ს. გ. 55.83694° ა. გ. |
ფართობი | 41,7 კმ² |
მოსახლეობა | 2761 კაცი (2010) |
სიმჭიდროვე | 66,21 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+4]] |
ლა-დიგი და შიდა კუნძულები (ინგლ. La Digue and Inner Islands) — სეიშელის კუნძულების ერთ-ერთი რაიონი, მდებარეობს კუნძულ ლა-დიგზე და სეიშელის შიდა კუნძულების რამდენიმე სხვადასხვა პატარა კუნძულზე.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლა-დიგი და შიდა კუნძულების ოლქის ფართობია 41,6 კმ², ხოლო 2010 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემებით აქ ცხოვრობს 2761 ადამიანი[1][2]. მოსახლეობის სიმჭიდროვე შეადგენს 66,21 ად./კმ²-ს. მდებარეობს სეიშელის შიდა კუნძულების ტერიტორიაზე.
ადმინისტრირება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოლქი შეიქმნა 1994 წელს, როდესაც ხელისუფლებამ შეაერთა ყოფილი ლა-დიგის და სილუეტის ოლქები. ოლქი იმყოფება საოლქო ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში, რომელიც მდებარეობს ოლქის მთავარ სოფელ ლა-პასში.[3][4] ოლქს მინიჭებული აქვს ISO 3166-2:SC-ის კოდი "SC-15". 1994 წლიდან ოლქს ჰყავს "ადგილობრივი თვითმმართველობა", რომელიც წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის, ახალგაზრდობის და სპორტის სამინისტროს ჯგუფს. მისი როლი განისაზღვრება ადგილობრივ დონეზე სახელმწიფო მომსახურების ხელშეწყობაში. ოლქის დევიზია: "Avancons lentement mais surement" (წინ ნელა, მაგრამ ზუსტათ).[3]
კუნძულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]№ | კუნძული | მთავარი ქალაქი | ფართობი კმ² |
მოსახლეობა ად. (2012) |
---|---|---|---|---|
1 | ბერდის კუნძული | სოფელი ბერდი | 0,94 | 38 |
2 | დენისის კუნძული | წმინდა დენისი | 1,43 | 80 |
3 | ფელისიტე | ლა-პენიცი | 2,68 | 20 |
4 | ფრეგატი | მარინა | 2,07 | 214 |
5 | სორის კუნძულები | დიდი სორი | 1,13 | 2 |
6 | ლა-დიგი | ლა-პასი | 10,08 | 2800 |
7 | მარიანის კუნძული | ან-ლა-კური | 0,97 | 0 |
8 | ჩრდილოეთის კუნძული | 2 | 152 | |
9 | სხვა კუნძულები | 0,3 | 0 | |
10 | სილუეტი | ლა-პასი | 20,1 | 200 |
ლა-დიგი და შიდა კუნძულები | ლა-პასი | 41,6 | 3506 |
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ City Population - სეიშელის კუნძულების მოსახლეობის დინამიკა
- ↑ Geohive - 2010 წლის მოსახლეობის აღწერა
- ↑ 3.0 3.1 Local Government Seychelles. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-07-23. ციტირების თარიღი: 2017-03-07.
- ↑ Virtual Seychelles. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-13. ციტირების თარიღი: 2017-03-07.