Franz Ferdinand

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ფრანც ფერდინანდი (ჯგუფი))
Franz Ferdinand

ჯგუფის გამოსვლა 2014 წელს
ბიოგრაფია
წარმოშობა გლაზგო,
დროშა: შოტლანდია შოტლანდია
ჟანრ(ებ)ი

ალტერნატიული როკი[1] პოსტ-პანკ აღორძინება[2]

არტ როკი[3]
აქტიური 2001 — დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Domino Records (ევროპა)
Epic Records (აშშ)
Sony Music (იაპონია)
წევრები ალექს კაპრანოსი
ბობ ჰარდი
ნიკ მაკ-კართი
პაულ ტომსონი
საიტი franzferdinand.com
Franz Ferdinand ვიკისაწყობში

Franz Ferdinand ალტერნატიული როკ ჯგუფი, რომელიც 2001 წელს გლაზგოში, შოტლანდიაში ჩამოყალიბდა. ჯგუფის სახელი მოდის ავსტიის ერცჰერცოგის, ფრანც ფერდინანდიდან. ჯგუფის შემადგენლობაში არიან: ალექს კაპრანოსი — წამყვანი ვოკალი და გიტარისტი, ბობ ჰარდი — ბას-გიტარისტი, ნიკ მაკ-კართი — რითმ-გიტარისტი, პიანისტი და ბეკ-ვოკალი, პაულ ტომსონი — მედოლე, დამრტყველი და ბეკ-ვოკალი.

მიუხედავად იმისა რომ 2003 წელს სინგლმა „Darts of Pleasure“ ვერ დაიპყრო ევროპის ჩარტები, 2004 წელს გამოშვებულმა ჯგუფის სადებიუტო ალბომმა Franz Ferdinand წარმატებას მიაღწია. მან დიდი ბრიტანეთის ჩარტებზე მესამე ადგილი დაიკავა,[4] მოიპოვა 2004 Mercury Music Prize-ის ჯილდო და BRIT Awards-ზე ჯგუფი აღიარებული იყო როგორც საუკეთესო ბრიტანული ჯგუფი და საუკეთესო როკ შემსრულებელი. ალბომიდან სამი სინგლი გახდა ჰიტი, აქედან „Take Me Out“[5] და „The Dark of the Matinée“ საუკეთესო სიმღერების ათეულში, ხოლო სინლი „Michael“ ოცეული შევიდა.

ჯგუფის მეორე ალბომმა You Could Have It So Much Better ბრიტანეთში პირველი ადგილი დაიკავა, და დასაბამი მისცა ახალ ჰიტებს, როგორიცაა „Do You Want To“, „Walk Away“, „The Fallen“ (მაგალითი ) და სხვა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩამოყალიბება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1990-იან წლებში Franz Ferdinand-ის წევრები უკრავდნენ სხვადასხვა ჯგუფებში, რომელთა შორისაა: The Karelia, Yummy Fur, 10p Invaders და Embryo. ალექს კაპრანოსი და პაულ თომსონი ერთად უკრავდნენ Yummy Fur-ში, რის შედეგადაც ისინი გაერთიანდნენ სიმღერების საწერად. ამავე დროს, კაპრანოსი თავის მეგობარ ბობ ჰარდის ასწავლიდა ბას-გიტარაზე დაკვრას. 2001 წელს კაპრანოსი შეხვდა ნიკ მაკ-კართის, რომელიც გერმანიაში ჯაზ ბასის[6] შესწავლის შემდეგ შოტლანდიაში დაბრუნდა.

2003 წლის მაისში ჯგუფმა ხელი მოაწერა ლაურენს ბელის ინდი ლეიბლისDomino Records[7]. ჯგუფმა ჩაწერა EP, რომლის გამოშვებაც დამოუკიდებლად უნდოდათ, თუმცა ის 2003 წელს Domino-ს მიერ იყო გამოშვებული, როგორც Darts of Pleasure. ალბომის გარეკანი შექმინილი იყო თომსონის მიერ. მან გაერთიანებულ სამეფოს ჩარტებში 43-ე პოზიციას მოიპოვა. ჯგუფმა მოიგო „Phillip Hall Radar Award“-ს ჯილდო 2004 წლის NME Awards-ზე.

სადებიუტო ალბომი და მთავარი წარმატება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სადებიუტო ალბომის ჩასაწერად ჯგუფი კაედიგანსის პროდიუსერთან ტორ ჯოჰანსონთან ერთად გადავიდა Gula Studios-ში, რომელიც მალმოში, შვედეთში მდებარეობდა. 2004 წლის იანვარში სინგლმა „Take Me Out“ ბრიტანეთის ჩარტებში მიაღწია მე-3 პოზიციას. ალბომმა Franz Ferdinand, რომელიც 2004 წელს გამოიცა, ამავე წლის თებერვალში ბრიტანეთის ალბომების ჩარტზე მე-3, ხოლო აპრილში ავსტალიის ალბომების ჩარტზე მე-12 ადგილი მოიპოვა. ალბომმა მხოლოდ აშშ-ის ბილბორდ 200-ის ალბომ ჩარტში დაიკავა დაბალი პოზიცია, თუმცა, როგორც სადებიუტო შესრულება, გავიდა საუკეთესო ხუთეულში ინდი-როკ და Heatseeker ჩარტში. ჩრდილოეთ ამერიკაში რამდენიმე ტურისა და MTV-ზე „Take Me Out“-ის ვიდეოს ხშირი ტრიალის შემდეგ, 2004 წლის მიწურულს ალბომმა ბილბორდ 200-ის ალბომ ჩარტებში მიაღწია 32-ე პოზიციას და აშშ-ში გაიყიდა ამ ალბომის მილიონზე მეტი ასლი. კრიტიკოსებმა საკმაოდ პოზიტიურად შეაფასეს Franz Ferdinand. NME-მ 10-დან 9-ის ტოლი შეფასება მისცა და განაცხადა, რომ ჯგუფი როკ ჯგუფების სკოლის უკანასკნელი წარმომადგენელი იყო, რომელშიც შედიან: Duran Duran, The Beatles, როლინგ სტოუნზი, The Who, Roxy Music, სექს პისტოლზი, Wire, Travis და Blur.

2004 წლის 7 სექტემბერს ალბომი დაჯილდოებულ იქნა Mercury Music Prize-ზე. ამავე წელს „Take Me Out“-მა ავსტრალიის გამოკითხვაში „Triple J Hottest 100“ პირველი ადგილი მოიპოვა, მან ორჯერ მეტი ხმა დააგროვა ვიდრე მეორე ადგილზე გასულმა. Franz Ferdinand-მა ასევე გაიმარჯვა Ivor Novello Award-ზე 2004 წელს და BRIT Awards-ზე 2005 წელს. „Take Me Out“-ის ავანგარდული ვიდეოსთვის მათ MTV-ის დაჯილდოებაზე აიღეს Breakthrough Video-ს ჯილდო. NME-მ ალბომი Franz Ferdinand 2004 წლის საუკეთესო ალბომად დაასახელა, და ყველა დროის 100 საუკეთესო ალბომების[8] სიაში 38-ე ადგილზე განათავსა. 2005 წლის გრემის დაჯილდოებაზე ჯგუფმა საკონცერტო პოპურიში, სადაც ასევე გამოდიოდნენ ლოს ლოუნლი ბოიზი, Maroon 5, The Black Eyed Peas და გვენ სტეფანი, შეასრულა „Take Me Out“. სინგლი „Take Me Out“ ასევე გამოყენებულ იქნა ვიდეო თამაშში NHL 05.

You Could Have It So Much Better[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2005 წლის უდიდესი ნაწილი ჯგუფმა დაჰყო შოტლანდიის სტუდიაში, თავის შემდგომ ალბომზე, You Could Have It So Much Better, მუშაობისას, რომელიც 2005 წლის 3 ოქტომბერს გამოვიდა. თავიდან ჯგუფს უნდოდა ალბომისთვის, როგორც სადებიუტოსთვის, საკუთარი სახელი დაერქვათ,[9] თუმცა საბოლოო სათაურამდე, ის ჩაანაცვლეს You Could Have It So Much Better...With Franz Ferdinand-ით.[10] ალბომის გარეკნისთვის გამოიყენეს ალექსანდრ როდჩენკოს 1924 წელს შექმნილი ლილია ბრიკის პორტრეტი. ჯგუფი შეეცადა ალბომი გაემდიდრებინა მუსიკალური ნაერსახეობით. მას შემდეგ, რაც კრიტიკოსებმა მხურვალე აპლოდისმენტებით მიიღეს სადებიუტო ალბომი, ახალ ალბომის მიმართ განსხვავებული აზრი გამოითქვა, ძირითადი უკმაყოფილება გამოიწვია ალბომის ნაჩქარევმა ჩაწერამ. თუმცა, საზოგადოდ ალბომი დადებითად შეფასდა, კრიტიკოსთა უმრავლესობა, მათ შორის NME, იზიარებდა აზრს, რომ ალბომი თავის წინამორბედს, თუ არ ჯობნიდა, არაფრით ჩამოუვარდებოდა. ბრიტანეთის ალბომების ჰიტ-აღლუმში მან პირველი, ხოლო აშშ-ის — მე-8 ადგილი დაიკავა.

Tonight[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2007 წლის მიწურულიდან ჯგუფი გლაზგოში თავის მესამე სტუდიურ ალბომს იწერს, რომლის გამოშვებას 2009 წლის იანვარში გეგმავს.[11]

ბრიტანული გაზეთის „The Independent“-ის ინტერვიუში ჯგუფმა აღნიშნა, რომ მათ მომავალ ალბომს აფრიკული გავლენა ექნება. ეს გამოვლინდა შოუ-წვეულებაში „African Express“, რომელიც დეიმონ ალბერნმა (ცნობილია ჯგუფ ბლურსა და გორილაზში) მოაწყო. შოუში ჯგუფმა შეასრულა ახალი სიმღერა, რომელსაც არაოფიციალურად „Can’t You Let Me Stay Tonight“ ეწოდება. წვეულებაზე სიმღერა შესრულეს მალელ, ნგონზე დამკრელ, ბასეკუ კაუატთან, სენეგალელი მედოლისა და ბრიტანელ რეპერ კანოსთან ერთად. ჯერჯერობით არაა დადასტურებული, იმავე მუსიკოსებთან ერთად თუ ჩაიწერება ოფიციალური ვერსია.[12]

ახალი სიმღერა „Lucid Dreams“, რომელიც 2008 წლის 19 აგვისტოს გავრცელდა iTunes-ის საშუალებით, ვიდეო თამაშში Madden NFL 09 იყო გამოყენებული.[13]


სახელის წარმომავლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერცჰერცოგმა ფრანც ფერდინანდმა შთააგონა ჯგუფის სახელი.

ჯგუფის სახელი შთააგონათ დოღის ცხენმა სახელად არქდიუკი (ინგლ. The Archduke, ერცჰერცოგი). ტელევიზიით ჯირითის ნახვის შემდეგ, მათ განაგრძეს მსჯელობა ერცჰერცოგ Franz Ferdinand-ის შესახებ. მათ დაასკვნეს, რომ ეს იქნებოდა ჯგუფისთვის კარგი სახელი მისი ჟღერადობისა და ერცჰერცოგის სიკვდილთან დაკავშირებული ისტორიის გამო (მისი პოლიტიკური მკვლელობა იყო პირველი მსოფლიო ომის წამოწყების მნიშვნელოვანი ფაქტორი). ჯგუფის სახელის წარმოშობაზე მათ განიხილეს შოტლანდიური ჟურნალის „Is This Music?“-ის[14] ინტერვიუში.

„ძირითადად ჩვენ მოგვეწონა, თუ როგორ ჟღერდა ის,“ ამბობს ბობი. „ჩვენ მოგვეწონა ალიტერაცია.“ „ის ასევე იყო დაუჯერებელი პიროვნება,“ აგრძელებს ალექსი. „მისი ცხოვრება, ყოველშემთხვევაში ცხოვრების ბოლო ნაწილი, იყო სამყაროს მთლიანი ტრანსფორმაციის კატალიზატორი... ის იყო ისტორიის საყრდენი წერტილი. თუმცა, მე არ მინდა ზედმეტად ინტელექტუალური მნიშვნელობა მივანიჭო სახელს. ძირითადად სახელი უნდა ჟღერდეს კარგად... როგორც მუსიკა.“ პაულმა უფრო დიდებული აზრი გამოთქვა. „მე მომწონს აზრი იმისა, თუ ჩვენ პოპულარულები გავხდებით, სახელი „Franz Ferdinand“ ხალხს მოაგონებს ჯგუფს, და არა ისტორიულ პიროვნებას.“

სიმღერა „Take Me Out“, ჯგუფის პირველ ალბომში, იყო მეორე სინგლი, რომელიც ჯგუფმა გამოუშვა. ამ სინგლის მოყვებოდა B-მხარე, სინგლი „All for You Sophia“, რომელიც დაფუძნებული იყო არხდუკესა და მისი ცოლის, სოფიას, პოლიტიკურ მკვლელობაზე.

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტუდიური ალბომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ჯილდო კატეგორია
2004 Mercury Prize Mercury Prize
NME Awards Philip Hall Radar Award
Q Awards საუკეთესო ვიდეო („Take Me Out“)
2005 BRIT Awards საუკეთესო ჯგუფი
BRIT Awards საუკეთესო ბრიტანული როკ-შესრულება
NME Awards საუკეთესო სიმღერა („Take Me Out“)
NME Awards საუკეთესო ალბომი (Franz Ferdinand)
2006 NME Awards საუკეთესო ცოცხალი ჯგუფი

მუსიკალური ნაწყვეტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Franz Ferdinand MP3 Downloads - Franz Ferdinand Music Downloads - Franz Ferdinand Music Videos. Mp3.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-29. ციტირების თარიღი: 22 აგვისტო, 2008.
  2. allmusic.com (Franz Ferdinand, მიმოხილვა)
  3. Sound of 2004: Franz Ferdinand.
  4. "Music Charts: "Franz Ferdinand - Franz Ferdinand". aCharts.us. წაკითხვის თარიღი 12 იანვარი, 2004.
  5. "Music Charts: "Franz Ferdinand - Take Me Out". aCharts.us. წაკითხვის თარიღი 12 იანვარი, 2004.
  6. Hiatt, Brian (22 სექტემბერი, 2005 წაკითხვის თარიღი 11 იანვარი, 2008). „Hot Scots“. RollingStone.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-03-13. ციტირების თარიღი: 2008-09-03. line feed character არის |date=-ში №28 პოზიციაზე (დახმარება); შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  7. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-12-17. ციტირების თარიღი: 2008-09-03.
  8. 2006 NME 's 100 Best Albums Of All Time - All Time Top 100 Albums. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-07-14. ციტირების თარიღი: 2008-09-03.
  9. McLean, Craig. "Ferdinand: No Bull". Spin. სექტემბერი 2005.
  10. Spitz, Marc. "Franz Ferdinand". Spin. ნოემბერი 2005.
  11. Franz LP Set for January. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-06-30. ციტირების თარიღი: 2008-06-30.
  12. A whole new world for Franz Ferdinand - Features, Music - Independent.co.uk
  13. Franz Ferdinand on Madden 09. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-08-17. ციტირების თარიღი: 2008-09-03.
  14. Is This Music? (მკვდარი ბმული) დაარქივებული 2007-10-13 საიტზე Wayback Machine. , ივნისი 2003, SHOOTING STARS: FRANZ FERDINAND MARRY HISTORY AND ART, John Clarke.
მუსიკის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები მუსიკაზე.