ფრანც ლევინსონ-ლესინგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ფრანც ლევინსონ-ლესინგი
გერმ. Franz Loewinson-Lessing
Brockhaus and Efron Encyclopedic Dictionary B82 38-1.jpg
დაბ. თარიღი 25 თებერვალი (9 მარტი) 1861
დაბ. ადგილი სანქტ-პეტერბურგი[1]
გარდ. თარიღი 25 ოქტომბერი 1939(1939-10-25)[1] (78 წლის)
გარდ. ადგილი სანქტ-პეტერბურგი[1]
დასაფლავებულია ლიტერატორსკიე-მოსტკი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
Flag of Russia.svg რუსეთის რესპუბლიკა
საბჭოთა რუსეთი
Flag of the Soviet Union (1924–1955).svg სსრკ
სამეცნიერო სფერო პეტროგრაფია, გეოლოგია და ნიადაგთმცოდნეობა
მუშაობის ადგილი ტარტუს უნივერსიტეტი
ალმა-მატერი სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სანქტ-პეტერბურგის საიმპერატორო უნივერსიტეტი
განთქმული მოსწავლეები Leonid Spendiarov, Dmitrii S. Korzhinskii, Dmitry Belyankin და Q21857045?
ჯილდოები სომხეთის სსრ-ის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე
ხელმოწერა Levinson-LessingFU-signarure.png

ფრანც იულის ძე ლევინსონ-ლესინგი (რუს. Левинсон-Лессинг, Франц Юльевич; დ. 9 მარტი [ ძვ. სტ. 25 თებერვალი], 1861, პეტერბურგი — გ. 25 ოქტომბერი, 1939 ლენინგრადი) — რუსი გეოლოგი და პეტროგრაფი. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1925).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1883 წელს ფრანც ლევინსონ-ლესინგმა დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. 1889 წლიდან იქვე კითხულობდა ლექციებს გეოლოგიაში. 1892-1902 წლებში პროფესორად იყო იურიევის (ახლანდელი ტარტუს) უნივერსიტეტში, 1902-1930 წლებში კი პეტერბურგის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, სადაც ჩამოაყალიბა რუსეთში პირველი ექსპერიმენტული პეტროგრაფიის ლაბორატორია.

1921 წლიდან ლენინგრადის უნივერსიტეტის პეტროგრაფიის კათედრის გამგე. 1919 წელს გეოლოგიის კომიტეტში იგი აირჩიეს პეტროგრაფად. 1925-1939 წლებში ეწეოდა სამეცნიერო ორგანიზაციულ მუშაობას სსრკ მეცნიერებათა აკადემიაში.

ლევინსონ-ლესინგის ძირითადი შრომები ეხება თეორიული პეტროგრაფიისა და პეტროგენეზისის საკითხებს. ავტორია აგრეთვე მრავალრიცხოვანი შრომებისა კრისტალოგრაფიაში, მინერალოგიაში, ვულკანოლოგიაში, ზოგად გეოლოგიაში, სტრატიგრაფიაში, პალეონტოლოგიაში, ნიადაგთმცოდნეობასა და გეოლოგიის ისტორიაში. საფუძველი ჩაუყარა მოძღვრებას პეტროგრაფიის ფორმაციასა (1888) და ქანების პირველ რაციონალურ ქიმიურ კლასიფიკაციას (1898). დაადგინა ექსტრუზიული კონუსების წარმოშობის მექანიზმი და მათი კავშირი ინტრუზიებთან.

ძირითადად კავკასიასა და ურალს იკვლევდა. გეოლოგიის მკვლევარმა დაწერა 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც გეოლოგიის არაერთ კარდინალურ საკითხს მიეძღვნა.

ლევინსონ-ლესინგის პატივსაცემად სსრკ მეცნიერებათა აკადემიამ დააწესა მისი სახელობის პრემია. მისი სახელობისაა მინერალი, კონცხი (ტაიმირის ნახევარკუნძულზე), ვულკანი, ქედი და სხვა.

თხზულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • "Олонецкая диабазовая формация" (магистерская диссертация; в "Трудах Санкт-петербургского Общества Естествознания", XIX);
  • "О некоторых химических типах изверженных пород" ("Вестник Естествознания", 1890);
  • "Геологический очерк Южно-Заозерской Дачи и Денежкина Камня на Урале" (1900);
  • "Вулканы и лавы Центрального Кавказа" (1913).
  • "Избр. труды, т. 1—4, М.—Л., 1949—55".

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, გვ. 159, თბ., 1983 წელი.
  • Гинзберг А. С., Значение петрографических работ Ф. Ю. Левинсон-Лессинга для русской и мировой науки, 1952.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Левинсон-Лессинг Франц Юльевич // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.