ფრანჩესკო ბართოლომეო რასტრელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფრანჩესკო ბართოლომეო რასტრელი
Rastrelli.jpg
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 1700[1] [2] [3] [4]
დაბ. ადგილი პარიზი[5]
გარდ. თარიღი 29 აპრილი 1771(1771-04-29)[6]
გარდ. ადგილი სანქტ-პეტერბურგი
ნამუშევრები და მიღწევები
საქმიანობა არქიტექტორი[1]
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
მიმართულება ბაროკო
მნიშვნელოვანი პროექტები რუნდალის სასახლე, კიევის წმინდა ანდრიას ტაძარი, ანიჩკოვის სასახლე, ვორონცოვის სასახლე, ზამთრის სასახლე, Q2281502? და ეკატერინეს სასახლე

ფრანჩესკო ბართოლომეო რასტრელი (იტალ. Francesco Bartolomeo Rastrelli; დ. 1700, პარიზი, საფრანგეთი – გ. 1771, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი) — არქიტექტორი, XVIII საუკუნის შუა წლების რუსული ბაროკოს მეთავე. წარმოშობით იტალიელი, ასევე რუსეთში მოღვაწე, მოქანდაკე და არქიტექტორის – კარლო ბართოლომეო რასტრელის (1675-1744) შვილი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბართოლომეო რასტრელი 1716 წელს მამასთნ ერთად გადადის სანქტ–პეტერბურგში, სადაც მამამისი პეტრე I–მა მიიწვია საიმპერატორო სასახლის ასაშენებლად. 1721 წელს სრულიად ახალგაზრდა არქიტექტორს დაუკვეთეს მოლდავეთის ყოფილი მართველის, პრინც დემეტრე კანტემირის სასახლე. 1725-1730 წწ სწავლობდა იტალიაში. 1730 წელს ის დაინიშნა საიმპერატორო კარის ხუროთმოძღვრად, სადაც 1763 წლამდე იმოღვაწა. მისი ნამუშევრები დიდი მოწონებით სარგებლობდა იმპერატორების ანასა (1730-1740) და ელისაბედის (1741-1762) კარზე.

ეკატერინე II–ის ტახტზე ასვლის შემდეგ, რასტრელი იძულებული იყო თანამდებობა დაეტოვებინა, რადგან ეკატერინემ უარყო ბაროკო, როგორც ძველმოდური და კლასიციზმს ანიჭებდა უპირატესობას.

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რასტრელის ბოლო ყველაზე დიდი ნამუშევარი იყო სმოლნის კათედრალური ტაძარი, სანქტ-პეტერბურგში.

ფოტოგალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]