ვორონცოვის სასახლე (სანქტ-პეტერბურგი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ვორონცოვის სასახლე
Воронцовский дворец
Spb 06-2012 Vorontsov Palace.jpg
კოორდინატები 59°55′53″N 30°19′55″E / 59.931389° ჩ. გ. 30.331944° ა. გ. / 59.931389; 30.331944
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
არქიტექტორი ფ. ბ. რასტრელი
სტილი ბაროკო
თარიღდება 1749-1757
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810648000

ვორონცოვის სასახლე (რუს. Воронцовский дворец) — სასახლე სანქტ-პეტერბურგის ცენტრალურ ნაწილში, მდებარეობს სადოვაიის ქუჩაზე სასტუმრო ეზოს პირდაპირ. ვორონცოვის სასახლე ააგო არქიტექტორმა ფრანჩესკო ბართოლომეო რასტრელიმ 1749-1757 წლებში გრაფ მიხეილ ვორონცოვისთვის.

სასახლე გამოირჩევა ფასადის მდიდრული დეკორით. სასახლეში 50-ზე მეტი საზეიმო დარბაზი და სათავსოა. სასახლეს ამშვენებს მოოქროვილი ელემენტები, რომლებიც ბაროკოს სტილაშია გადაწყვეტილი.

სასახლის აგებას იმდენი ხარჯები ჭირდებოდა 1763 წელს ვორონცოვი იძულებული გახდა სასახლე ხაზინისთვს დაეთმო. 1770 წლამდე სასახლე მიტოვებული იყო, ხოლო შემდეგ ფუნქციონირებდა როგორც სასტუმრო სახლი. სხვადასხვა დროს სასახლეს ფლობდა პრინცი ჰენრიხ პრუსიელი, ნასაუ-ზიგენის პრინცი და გრაფი ივან ოსტერმანი. პავლე I-ის ტახტზე ასვლის შემდეგ და მას შემდეგ, რაც იმპერატორმა მიიღო მალტის ორდენის დიდი მაგისტრის ტიტული, ვორონცოვის სასახლე მალტის ორდენის რაინდებს გადაეცა, რომლებიც იძულებულები იყვნენ გამოქცეულიყვნენ მალტიდან ნაპოლეონ ბონაპარტის აგრესიის შემდეგ 1798 წელს.

1798-1800 წლებში არქიტექტორმა ჯაკომო კვარნეგიმ სასახლის ეზოში ააგო იოანე ნათლისმცემლის შობის ეკლესია, ხოლო ბაღის მხარეს მისივე პროექტით მთავარ კორპუსს მიაშენეს მალტის კაპელა.

1810 წლიდან 1918 წლამდე ვორონცოვის სასახლეში განთავსებული იყო პაჟთა კორპუსი. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ვორონცოვის სასახლეში განათავსეს პეტროგრადის პირველი ქვეითთა სკოლა, რომლის ბაზაზე 1937 წელს ჩამოყალიბდა სერგეი კიროვის სახელობის ლენინგრადის ქვეითთა სასწავლებელი. 1955 წელს აქვე განათავსეს სუვოროვის სამხედრო სასწავლებელი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Ленинград: Путеводитель / Сост. В. А. Витязева, Б. М. Кириков. — Издание 2-е, стереотипное, с изменениями. — Л.: Лениздат, 1988. — 366 с. — ISBN 5-289-00492-0.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]