შინაარსზე გადასვლა

სმოლნის საკათედრო ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სმოლნის საკათედრო ტაძარი
სმოლნის საკათედრო ტაძარი — რუსეთი
სმოლნის საკათედრო ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 59°56′55″ ჩ. გ. 30°23′44″ ა. გ. / 59.94861° ჩ. გ. 30.39556° ა. გ. / 59.94861; 30.39556
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810656007
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) ფრანჩესკო ბართოლომეო რასტრელი
ხუროთმოძღვრული სტილი ბაროკო
თარიღდება 1746-1835

სმოლნის საკათედრო ტაძარი (რუს. Смольный собор) — მართლმადიდებლური ტაძარი სანქტ-პეტერბურგში, აგებულია 1746-1835 წლებში. შედის სმოლნის მონასტრის არქიტექტურულ ანსამბლში. 1990-2015 წლებში ეკლესიაში განთავსებული იყო კლასიკური მუსიკის მოედანი.

1740-იან წლებში იმპერატორმა ელისაბედ I-მა გამოაცხადა, რომ სმოლნის სახლის ადგილზე სურდა აეშენებინა მონასტერი, სადაც სიმშვიდეში გაატარებდა თავისი ცხოვრების უკანასკნელ წლებს. გეგმის შედგენა დაავალა არქიტექტორ ფრანჩესკო ბართოლომეო რასტრელის.

საფუძვის საზეიმო ჩაყრა გაიმართა 1748 წლის 30 ოქტომბერს. 1749 წლიდან, როგორც რასტრელის დამხმარე, მშენებლობას ხელმძღვანელობდა ქრისტიან კნობელი. 1751 წლისათვის დაასრულეს ფუნდამენტის ჩასხმა და დაიწყო ტაძრის მშენებლობა, რომელიც არნახული მასშტაბებით მიმდინარეობდა. ხაზინიდან დაფინანსებას არავინ იშურებდა. ტაძრის მშენებლობაზე ყოველდღიურად დაკავებული იყო პეტერბურგისა და კრონშტადტის გარნიზონების 2 000 ჯარისკაცი და იაროსლავლისა და კოსტრომის გუბერნიის 1 500 ხელოსანი[1].

ტაძარი შენდებოდა ძალიან მალე, უკვე გამზადებული იყო საეკლესიო ჭურჭელიც, მოსკოვში ჩამოასხეს ზარები, რასტრელიმ შექმნა კანკელის ნახაზები, მაგრამ შვიდწლიანი ომის დაწყებამ პრუსიასთან სამშენებლო სამუშაოები შეაჩერა. ელისაბედ პირველის გარდაცვალების შემდეგ ეკლესიის მშენებლობა ნელ-ნელა შეჩერდა. 1762 წელს, რასტრელის იტალიაში წასვლის შემდეგ, სმოლნის ტაძრის მთავარი არქიტექტორი გახდა იური ფელტენი.

1820-იან წლებში ნიკოლოზ I-ის ბრძანებით განაახლეს ტაძრის მშენებლობა. 1828 წელს გამოცხადდა კონკურსი ტაძრის გაფორმების შესახებ. ყველა სამუშაო დასრულდა 1835 წელს და ამავე წლის 20 ივლისს აკურთხეს კიდეც. თითქმის 90 წელი ტაძარში რეგულარულად მიმდინარეობდა ღვთისმსახურება და 1922 წლის 7 ოქტომბერს მიიღეს ტაძრის დახურვის გადაწყვეტილება და 1931 წელს ტაძარი დახურეს, ხოლო მანამდე, 1922 წლისათვის ტაძრიდან დაიტაცეს ყველა ფასეულობა.

ტაძარს დახურვის შემდეგ იყენებდნენ დეკორაციების საწყობად. დიდი სამამულო ომის დასრულების შემდეგ ტაძარში ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო ნახევრად განადგურებული კანკელი. 1967 წელს დაიწყო ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგ აქ განათავსეს ლენინგრადის ისტორიის მუზეუმის ექსპოზიცია „ლნინგრადი დღეს და ხვალ“[2]. კანკელი საბოლოოდ 1972 წელს ჩამოხსნეს[3].

1990 წელს ტაძარში გახსნეს საკონცერტო-საგამოფენო დარბაზი[2]. 2001 წელს ქარიშხლის დროს გუმბათიდან ჩამოვარდა ექვს მეტრიანი ჯვარი[4]. 2004 წელს ჯვარი დაუბრუნეს თავის ადგილს[5].

2004 წლის ზაფხულში სმოლნის საკათედრო ტაძარი შევიდა ისააკის ტაძრის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის შემადგენლობაში.

2010 წლიადან ტაძარში აღევლინება რეგულარული ღვთისმსახურება. 2010 წლის 7 აპრილს ტაძარში 87 წლის შემდეგ კვლავ აღევლინა საღვთო ლიტურგია. 2015 წელს ტაძარი დაუბრუნდა სანქტ-პეტერბურგის ეპარქიას[6].

  • Михайлов А. Творчество Растрелли и традиции русской архитектуры (из истории создания Смольного монастыря) // Архитектурное наследство : журнал. — М.: Государственное издательство литературы по строительству и архитектуре, 1951. — № 1. — С. 62—66.