შინაარსზე გადასვლა

ფრენსის ბეკონი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ფრანსის ბეკონი)
ფრენსის ბეკონი
ინგლ. Francis Bacon
დაბ. თარიღი 22 იანვარი, 1561[1] [2] [3]
დაბ. ადგილი იორკ-ჰაუსი ან ლონდონი[4]
გარდ. თარიღი 9 (19) აპრილი, 1626[5] [2] [6] [7] [3] (65 წლის)
გარდ. ადგილი ჰაიგეიტი ან ლონდონი[4]
დასაფლავებულია St Michael's Church, St Albans
მოქალაქეობა ინგლისის სამეფო
საქმიანობა ფილოსოფოსი[7] , მწერალი[7] [8] , მოსამართლე, პოლიტიკოსი[7] , ადვოკატი[9] , ასტროლოგი, მეცნიერი[4] და ისტორიკოსი[4]
ალმა-მატერი ტრინიტის კოლეჯი და პუატიეს უნივერსიტეტი
მეუღლე ელის ბერნჰემი[10]
მამა ნიკოლას ბეკონი[11] [10]
დედა ენ ბეკონი[11] [10]
ჯილდოები რაინდი-ბაკალავრი
ხელმოწერა

ფრენსის ბეკონი (ინგლ. Francis Bacon; დ. 22 იანვარი 1561, ლონდონი — გ. 9 აპრილი 1626, იქვე) — ინგლისელი ფილოსოფოსი, ისტორიკოსი და პოლიტიკური მოღვაწე. ემპირიზმის ფუძემდებელი.

1573 წლიდან სწავლობდა კემბრიჯში, შემდეგ — პარიზში, 1584 წლიდან პარლამენტის წევრია, 1618 წლიდან ლორდ-კანცლერი. 1621 წელს ბრალი დასდეს მექრთამეობაში, გაასამართლეს და ციხეში ჩასვეს. მეფემ შეიწყალა, მაგრამ ბეკონმა უარი თქვა სახელმწიფო სამსახურზე. ბეკონის ფილოსოფიას მეცნიერებისა და კულტურის იმდროინდელი აღმავლობის დაღი აზის. ბეკონის აზრით, მეცნიერების ძირითადი მიზანია ბუნების დამორჩილება და კულტურული მიზანშეწონილი გარდაქმნა, მაგრამ, ბეკონი ფიქრობდა, რომ ადრინდელ მეცნიერულ აღმოჩენებს შემთხვევითი ხასიათი ჰქონდა, საჭირო იყო მეცნიერების პროგრესს სისტემატური ხასიათი მისცემოდა, ამისათვის კი აუცილებელი იყო შემეცნების ახალი მეთოდების შემუშავება, რომელიც დაეყრდნობოდა ცდასა და ცდას. ეს მეთოდია ინდუქცია.

ბეკონის შრომებიდან მთავარია „მეცნიერებათა დიადი გადახალისება“, მისი პირველი ნაწილის ძირითადი თემაა არსებული და შესაძლო მეცნიერებათა კლასიფიკაცია. მეორე ნაწილი — „ახალი ორგანონი“, რომელიც ცოდნის ანალიზსა და მეცნიერების ახალ მეთოდს ეხება, დაუმთავრებელია, ხოლო მესამე ნაწილის მხოლოდ ცალკეული თავებია დაწერილი. ადამიანის სამი უნარის — მეხსიერების, ფანტაზიისა და განსჯის შესაბამისად ბეკონი მეცნიერებას სამ ნაწილად ჰყოფს: ბუნებისა და საზოგადოების ისტორია, პოეზია, ფილოსოფია.

ბეკონის მიხედვით, შემეცნების ერთადერთი გზაა შეგრძნებებისა და განსჯის მონაცემების სწორი შეერთება. ეს არის ინდუქციის უპირარესობა, სქოლასტიკურ მეთოდებთან შედარებით. იგი იძლევა ცდისა და ცდას საფუძველზე ბუნების კანონებისაკენ უწყვეტი წინსვლის საშუალებას.

ახალი მეთოდების შემუშავებისათვის საჭიროა ცრურწმენებისაგან, იდოლებისაგან განთავისუფლება. იდოლები ოთხი სახისაა: გვარის იდოლა — ადამიანის ბუნებრივად მიდრეკილება ტელეოლოგიურად და ანთროპომორფისტულად გაიაზროს შესამეცნებელი საგნები; გამოქვაბულის იდოლა — ადამიანის პიროვნული თავისებურებების გამო საგანთა ცალმხრივი ინდივიდუალური განხილვა; მოედნის იდოლა — ენის გამოყენების ცოდნის და არა ურთიერთობის საშუალებად, თეატრის იდოლა — საგნების განხილვა ავტორიტეტებისა და ძველი ფილოსოფიური სისტემების თვალსაზრისით.

ბეკონის ფილოსოფიამ დიდი გავლენა მოახდინა მეცნიერებისა და ფილოსოფიის შემდგომ განვითარებაზე. მისი მიმდევრები არიან: ჯონ ლოკი, ტომას ჰობზი, ჯონ სტიუარტ მილი და სხვა. ფრენსის ბეკონმა პირველმა გამოიყენა ტერმინი „ევთანასია“.

  • ნაშრომები, 1857—74
  • ახალი ორგანონი, 1938;
  • ახალი ატლანტიდა, 1627
ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:
  • მჭედლიშვილი ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 273.
  • ფრენსის ბეკონი, „ახალი ატლანტიდა“, ქართულად თარგმნა გიორგი ხუროშვილმა, „ნეკერი“, თბილისი, 2016.
  • Фишер К., Реальная философия и ее век. Франциск Бэкон Веруламский, 2 изд., СПБ. 1870
  • Милонов К. К., философия Франциска Бэкона, М., 1924;
  • Субботник С., Френсис Бэкон, М., 1937;
  • Anderson F. Н., The philosophy of F. Bacon, Chi., 1948;
  • Green A. W., Sir F. Bacon, N. Y., [1966].
  1. Bell A. Encyclopædia BritannicaEncyclopædia Britannica, Inc., 1768.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 Педагоги и психологи мира — 2012.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 Czech National Authority Database
  5. Deutsche Nationalbibliothek Record #118505696 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  6. http://www.britannica.com/EBchecked/topic/48126/Francis-Bacon-Viscount-Saint-Alban
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 The Fine Art Archive — 2003.
  8. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
  9. Union List of Artist Names — 2021.
  10. 10.0 10.1 10.2 Kindred Britain
  11. 11.0 11.1 Lundy D. R. The Peerage