ფორტი ნესესითი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ფორტ ნესესითი (ფორტ ნესესისთის ეროვნული ბრძოლის ველი) მდებარებს პენსილვანიაში ქალაქ ფარმინგტონის მახლობლად. ამ ადგილას გაიმართა ფრანგებისა და ინდიელების ომის პირველი ბრძოლა. პარკი დაარსებულია 1931 წლის კონგრესის აქტით, მისი ფართობია 4 კმ² (900 აკრი). აქ ჯორჯ ვაშინგტონის 400 კაციანი რაზმი შეებრძოლა ფრანგებს. ბრძოლა რომელიც ცნობილია დიდი მდელოების ბრძოლის სახელით გაიმართა 1754 წლის 3 ივლისს. ეს ბრძოლა არის ერთად ერთი რომელშიც ჯორჯ ვაშინგტონი დანებდა.