ფრანგებისა და ინდიელების ომი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ფრანგებისა და ინდიელების 1754-1763 წლების ომი)
ომის რუკა

ფრანგების და ინდიელების ომი — ამერიკული სახელი ცხრაწლიანი (1754–1763) ომისა, რომელიც მიმდინარეობდა დიდი ბრიტანეთის სამეფოსა და საფრანგეთს შორის. ომის შედეგად საფრანგეთმა მთელი თავისი სამფლობელოები დაკარგა ჩრდილოეთ ამერიკაში, გარდა რამდენიმე კარიბული კუნძულისა და ნიუფაუნდლენდის ორი კუნძულისა (სან-პიერი და მიკელონი).

მოკლე მიმოხილვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრანგებისა და ინდიელების ომი დაიწყო ჩრდილოეთ ამერიკაში თუმცა შემდეგ ევროპაშიც გადავიდა. ბრიტანეთმა საფრანგეთს, ომი ოფიციალურად 1756 წელს გამოუცხადა, რითაც დაიწყო შვიდწლიანი ომი ევროპაში. ადგილობრივი ინდიელთა ტომები ორივე მხარეს იბრძოდნენ თუმცა უმეტესი მათგანი ფრანგების მხარეს იყო.

მთავარი ბრძოლები რომლებიც ფრანგების გამარჯვებით დამთავრდა გაიმართა ფორტი-უილიამ-ჰენრისთან, ფორტ ტიცენდეროგასთან, ბრადოკის ლაშქრობის დამარცხება, ხოლო მთავარი ბრძოლები ბრიტანელების გამარჯვებით გაიმართა ლუისბურგთან, ფორტ ნიაგარასთან, ფორტ დუკენსთან, აბრაამის დაბლობზე და ბრძოლა მონრეალთან.

1760 წლის სექტემბერში პიერ ფრანსუა დე რიჟო, მარკიზ დე ვოდრეილ-კავანალმა, საფრანგეთის მეფის რწმუნებული ახალ საფრანგეთში, დანებდა იმ პირობით რომ თუ ფრანგი ეროვნების რომელიმე მცხოვრები გადაწყვეტდა კოლონიაში საცხოვრებლად დარჩენას, მათ უნდა ქონოდათ რწმენის თავისუფლება და არავის უნდა ეიძულებინა ისინი განდგომოდნენ რომის კათოლიკურ ეკლესიას, მათ უნდა შენარჩუნებოდათ თავისი ქონება და არავის შეეწუხებინა. ბრიტანელებმა ფრანგებს ამის გარანტია მისცეს და მათ დაჭრილ ჯარისკაცებს სამედიცინო დახმარებაც აღმოუჩინეს. ბრიტანელებმა თავისი ხომალდებით დააბრუნეს საფრანგეთის რეგულარული არმია სამშობლოში, იმ პირობით რომ ისინი მიმდინარე ომში მონაწილეობას აღარ მიიღებდნენ.

ომი ოფიციალურად 1763 წლის 10 თებერვალს შეწყდა, მას შემდეგ რაც ხელი მოეწერა პარიზის ზავს.

ამ ომის ბიტანელებისთვის წარმატებით დასრულებამ დასაბამი დაუდო ამერიკის რევოლუციას. კოლონისტებს აღარ სჭირდებოდათ ბრიტანელების დახმარება ფრანგებისაგან თავის დასაცავად. შესაბამისად მათ უარი თქვეს ჯარის გადასახადის გადახდაზე.

ბრძოლები და ლაშქრობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Eckert, Allan W. Wilderness Empire. Bantam Books, 1994, originally published 1969. ISBN 0-553-26488-5. Second volume in a series of historical narratives, with emphasis on Sir William Johnson. Academic historians often regard Eckert's books, which are written in the style of novels, to be unreliable, as they contain things like dialogue that is clearly fictional.
  • Parkman, Francis. Montcalm and Wolfe: The French and Indian War. Originally published 1884. New York: Da Capo, 1984. ISBN 0-306-81077-8.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]