ფლორენს ნაიტინგეილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფლორენს ნაიტინგეილი
ინგლ. Florence Nightingale Smith
დაბ. თარიღი 12 მაისი, 1820(1820-05-12)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13]
დაბ. ადგილი ფლორენცია, ტოსკანის დიდი საჰერცოგო[14]
გარდ. თარიღი 13 აგვისტო, 1910(1910-08-13)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [9] [8] [10] [11] [12] [13] (90 წლის)
გარდ. ადგილი ლონდონი, ინგლისი, დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო[14]
დასაფლავებულია Wellow[15]
მოქალაქეობა  დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
საქმიანობა მედდა[16] [17] , სტატისტიკოსი[16] , მწერალი, პოლიტიკოსი და მასწავლებელი[16]
მეუღლე
მამა უილიამ ნაიტინგეილი[16] [18]
დედა Frances Smith[5] [16] [18]
ჯილდოები ღირსების ორდენი[16] , Fellow of the Royal Statistical Society[16] და Decoration of the Royal Red Cross
ხელმოწერა

ფლორენს ნაიტინგეილი (ინგლ. Florence Nightingale; დ. 12 მაისი, 1820 — გ. 13 აგვისტო, 1910) — ინგლისელი სოციალური რეფორმატორი და სტატისტიკოსი, საფუძველი ჩაუყარა ექთნის პროფესიას.

ნაიტინგეილი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ყირიმის ომის დროს, მედდებისათვის სათანადო განათლების და კვალიფიკაციის მიცემით. ფლორენსის წყალობით, ექთნის პროფესია სათანადოდ დაფასდა. იგი ვიქტორიანული ეპოქის სახე გახდა. მას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც „ქალი სანათით“, რადგან ღამ-ღამობით დაჭრილი ჯარისკაცების მდგომარეობას ამოწმებდა.[19][20]

თანამედროვე კომენტატორები ამტკიცებენ, რომ დღესდღეობით ყირიმის ომში ნაიტინგეილის საქმიანობა გაზვიადებულია მედიის მიერ. კრიტიკოსები კი თანხმდებიან, რომ მისი შემდგომი მოღვაწეობა, მეტად მნიშვნელოვანია საექთნო საქმიანობაში პროფესიონალიზმის დონის ზრდაში. 1860 წელს, ნაიტინგეილმა დააარსა მსოფლიოში პირველი პროფესიული საექთნო სკოლა ლონდონში, სენტ-ტომასის ჰოსპიტალში, რომელიც ახლა King's College London-ის შემადგენლობაშია. ნაიტინგეილის პიონერული ღვაწლი საექთნო სფეროში სათანადოდაა დაფასებული: დამწყები ექთნები „ნაიტინგეილის ფიცს“ დებენ; „ფლორენს ნაიტინგეილის მედალი“ საუკეთესო ჯილდოა, რისი მოპოვებაც ექთნებს შეუძლიათ; ფლორენსის პატივსაცემად ექთნების საერთაშირისო დღე მის დაბადების დღეზე აღინიშნება. ნაიტინგეილის სოციალური რეფორმები მოიცავს ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებას ბრიტანული საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენლისთვის, ინდოეთში შიმშილთან ბრძოლის მხარდაჭერას, პროსტიტუციის კანონების (რომლებიც ქალებისთვის მეტად მკაცრი იყო) გაუქმების და ქალების სამუშაო ძალაში ჩრთულობის გაზრდის ხელშეწყობას.

ფლორენსი იყო ბრწყინვალე მწერალი. მისი ნაშრომების უმეტესობა, სამედიცინო ცოდნის გავრცელებას ემსახურებოდა. ზოგიერთი მათგანი იმდენად მარტივი ენით იყო დაწერილი, რომ მკითხველისგან არ მოითხოვდა განსაკუთრებულ ცოდნას. ნაიტინგეილი პირველი იყო, ვინც ეფექტურად იყენებდა ინფოგრაფიკებს, გრაფიკულ პრეზენტაციებს და სტატისტიკურ მონაცემებს.[21] ნაშრომების უმეტესობა მისი სიკვდილის შემდეგ გამოქვეყნდა.

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალგაზრდა ფლორენს ნაიტინგეილი

ფლორენს ნაიტინგეილი 1820 წლის 12 მაისს, მდიდარი და მაღალი კლასის წარმომადგენლის ოჯახში, ფლორენციაში დაიბადა,[22] შესაბამისად სახელიც ქალაქის საპატივცემულოდ დაერქვა. ოჯახის ორივე შტოდან მემკვიდრეობით ერგო ლიბერალური აზროვნების უნარი.[21]

1838 წელს, მამამისმა მთელი ოჯახი ევროპაში ტურნეზე წაიყვანა და სწორედ ამ მოგზაურობისას, ფლორენსმა გაიცნო ინგლისში დაბადებული პარიზელი ქალი მერი კლარკი. გარშემომყოფები მერის ექსცენტრიკულად და გამაღიზიანებლად თვლიდნენ, რადგან მაღალი წრის წარმომადგენელ მანდილოსნებს პატივისცემით არ ექცეოდა. მას ყოველთვის მამაკაცთა წრეში ყოფნა ერჩივნა, თუმცა, ფლორენსის შემთხვევაში გამონაკლისი დაუშვა. მიუხედავად 27 წლიანი განსხვავებისა, მათმა მეგობრობამ 40 წელი გასტანა. კლარკი ყოველ შემთხვევას იყენებდა იმის საჩვენებლად, რომ ქალები მამაკაცების თანასწორები იყვნენ და ეს სწორედ იმ იდეებს უღვივებდა ფლორენსს თავში, რასაც დედამისში ვერ ხედავდა.[23]

ახალგაზრდა ნაიტინგეილი აღიქმებოდა, როგორც საკმაოდ მიმზიდველი და გრაციოზული მანდილოსანი და მიუხედავად მკაცრი იმიჯისა, ცნობილი იყო თავისი მომხიბვლელობითა და მომაჯადოებელი ღიმილით. მისი მთხოვნელი იყო პოეტი რიჩარდ მილნესი, რომელიც რვა წლიანი შეხვედრების შემდეგ დაიწუნა იმ მიზეზით, რომ თვლიდა, ეს ურთიერთობა მის ნამდვილ ცხოვრებისეულ მიზანს შეუშლიდა ხელს.[24]

ფლორენსი აგრძელებდა მოგზაურობას საბერძნეთისა და შემდგომ ეგვიპტის მიმართულებით. მის მიერ დაწერილი ნაშრომები ეგვიპტეზე თითქოს აღსარებაა ცხოვრებისეული ფილოსოფიისა და მსოფლმხედველობის შესახებ.[25] თებესში ყოფნისას წერდა, რომ ღვთის ხმა ჩაესმა, რომელმაც ჰკითხა, თუ შეასრულებდა მისი სახელით კარგ საქმეებს ყოველგვარი მატერიალური გამორჩენის გარეშე.[25] მამამისმა ფლორენსს გარკვეული ოდენობის ყოველწლიური შემოსავალი დაუტოვა. ეს მას საშუალებას აძლევდა, ეცხოვრა კომფორტულად და გაჰყოლოდა თავის ოცნებებს.[26]

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფლორენს ნაიტინგეილის საფლავი, ჰემფშირი.

1910 წლის 13 აგვისტოს, ფლორენსი 90 წლის ასაკში, თავის ბინაში, ლონდონში ძილში გარდაიცვალა,.[27] მისი დაკრძალვა ვესტმინსტერის სააბატოში იგეგმებოდა, მაგრამ ოჯახის წევრებმა უარი განაცხადეს და დაკრძალეს წმინდა მარგარეტის ეკლესიის ეზოში.[28][29] ნაიტინგეილის გარდაცვალების შემდეგ, უამრავი ნაშრომი გამოუქვეყნებელი დარჩა.[30]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 MacTutor History of Mathematics archive — 1994.
  3. 3.0 3.1 Selanders L. Encyclopædia Britannica
  4. 4.0 4.1 SNAC — 2010.
  5. 5.0 5.1 5.2 Lundy D. R. The Peerage
  6. 6.0 6.1 Discogs — 2000.
  7. 7.0 7.1 FemBio database
  8. 8.0 8.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  9. 9.0 9.1 Schäfer J. Ökumenisches Heiligenlexikon — 1998.
  10. 10.0 10.1 GeneaStar
  11. 11.0 11.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ. — ISBN 978-953-6036-31-8
  12. 12.0 12.1 Base biographique
  13. 13.0 13.1 A Historical Dictionary of British Women — 2 — Routledge, 2003. — გვ. 332. — ISBN 978-1-85743-228-2
  14. 14.0 14.1 Найтингейл Флоренс // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  15. Florence Nightingale: The Grave at East Wellow
  16. 16.0 16.1 16.2 16.3 16.4 16.5 16.6 Oxford Dictionary of National Biography / C. MatthewOxford: OUP, 2004.
  17. Pennock M. R. Makers of Nursing History
  18. 18.0 18.1 Kindred Britain
  19. Swenson, Kristine (2005). Medical Women and Victorian Fiction. University of Missouri Press, გვ. 15. ISBN 978-0-8262-6431-2. 
  20. Aaron Ralby (2013). „The Crimean War 1853–1856“, Atlas of Military History. Parragon, გვ. 281. ISBN 978-1-4723-0963-1. 
  21. 21.0 21.1 Bostridge, Mark (17 February 2011). „Florence Nightingale: the Lady with the Lamp“. BBC.
  22. Shiller, Joy. (1 December 2007) The true Florence: Exploring the Italian birthplace of Florence Nightingale. ციტირების თარიღი: 16 March 2015.
  23. Cromwell, Judith Lissauer (2013) Florence Nightingale, feminist. Jefferson, NC [u.a.]: McFarland et Company, გვ. 28. ISBN 0-7864-7092-5. 
  24. Small, Hugh (1998) Florence Nightingale: Avenging Angel. New York: St. Martin's Press, გვ. 1–19. 
  25. 25.0 25.1 Chaney, Edward (2006). „Egypt in England and America: The Cultural Memorials of Religion, Royalty and Revolution“, რედ. M. Ascari: Sites of Exchange: European Crossroads and Faultlines. Amsterdam and New York: Rodopi, გვ. 39–74. 
  26. History of Harley Street at Harley Street Guide (commercial website)
  27. „Miss Nightingale Dies, Aged Ninety“. The New York Times. 15 August 1910. ციტირების თარიღი: 21 July 2007. ციტატა: „Florence Nightingale, the famous nurse of the Crimean war and the only woman who ever received the Order of Merit, died yesterday afternoon at her London home. Although she had been an invalid for a long time, rarely leaving her room, where she passed the time in a half-recumbent position and was under the constant care of a physician, her death was somewhat unexpected. A week ago she was quite sick, but then improved and on Friday was cheerful. During that night alarming symptoms developed and she gradually sank until 2 o'clock Saturday afternoon, when the end came.“
  28. Photograph of Nightingale's grave. countryjoe.com
  29. Florence Nightingale: The Grave at East Wellow. Countryjoe.com. ციტირების თარიღი: 13 March 2010.
  30. Kelly, Heather (1998). Florence Nightingale's autobiographical notes: A critical edition of BL Add. 45844 (England) (M.A. thesis) Wilfrid Laurier University