შინაარსზე გადასვლა

ფლორალია

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
'ფლორრას ტრიუმფი' ჯოვანი ბატისტა ტეპოლო, (1743წ.). სცენა დახატულია ოვიდიუსის მიერ ფლორალიას აღწერის მიხედვით.[1]

ფლორალია — ძველი რომაული ფესტივალი, რომელიც ქალღმერთ ფლორას ეძღვნებოდა. ის ძირითადად აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში ტარდებოდა საცეკვაო რიტუალებით, ღვინის სმითა და ყვავილებით და ცხოვრების ციკლის განახლებას სიმბოლოს წარმოადგენდა. ყვავილთა და მცენარეულობის ქალღმერთი ფლორასადმი მიძღვნილ დღეს რომის პროსტიტუტები საკუთარ დღესასწაულად მიიჩნევდნენ. ამ დღეს ტაძრები მორთული იყო ყვავილებით, ხოლო რომის მოქალაქეები ირთვებოდნენ ფერად ტანსაცმელში ჩვეულებრივი თეთრის ნაცვლად. რომის იმპერიის დროს დღესასწაული გრძელდებოდა ექვსი დღის განმავლობაში.[2]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Ovid, Fasti, Book 4; T.P. Wiseman, The Myths of Rome (University of Exeter Press, 2004), pp. 1–11.
  2. H.H. Scullard, Festivals and Ceremonies of the Roman Republic (Cornell University Press, 1981), p. 110.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფლორალია“-დან