შინაარსზე გადასვლა

ფლამინგოსნაირნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფლამინგოსნაირნი

ჩვეულებრივი ფლამინგო (Phoenicopterus roseus)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Phoenicopteriformes (Fürbringer, 1888)

ფლამინგოსნაირნი (ლათ. Phoenicopteriformes) — ფრინველთა რიგი. მოიცავს 2 ოჯახს. საკამათოა რიგში Scaniornis და Juncitarsus ამომწყდარი გვარების არსებობა. დღემდე 6 სახეობაა მოღწეული. მათი სიგრძე 90—120 სმ, მასა 2.5—4,5 კგ აღწევს. გავრცელებული არიან სამხრეთ–დასავლეთ ევროპაში, სამხრეთ–დასავლეთ აზიაში, აფრიკასა და ცენტრალურ და ჩრდილოეთ ამერიკაში. აქვთ მასიური ნისკარტი, გრძელი კისერი და ფეხები.

  • რ. ჟორდანია, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 342.
  • Mayr G. (2004). Morphological evidence for sister group relationship between flamingos (Aves: Phoenicopteridae) and grebes (Podicipedidae). Zoological Journal of the Linnean Society 140(2): 157—169.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]