ფიჭვნარის განძი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფიჭვნარის განძიქობულეთის ჩრდილოეთ უბანში — ფიჭვნარში 1948 წელს აღმოჩენილი ვერცხლის მონეტების განძი. შემორჩენილია 102 სინოპური დრაქმა, რომელთა ემისია ძვ. წ. IV საუკუნის შუა წლებში წარმოებდა. შუბლზე გამოსახულია ნიმფა სინოპეს მარცხნივ მიბრუნებული თავი, ზურგზე — მარცხნივ მიმართული, ფრთებგაშლილი, დელფინზე მჯდომი არწივი. მის ფრთებქვეშ მაგისტრატის, ხოლო გამოსახულების ქვემოთ ქალაქის სახელის აღმნიშვნელი ბერძნული შემოკლებული წარწერებია. აქვეა 58 ცალი კოლხური ნახევარდრაქმა (ადამიანისა და ხარის თავების გამოსახულებით). განძის სინოპური მონეტები მოჭრილია ძვ. წ. 350—245 წლებში. განძი ჩაფლული უნდა იყოს ძვ. წ. IV საუკუნის 50—40-იან წლებში. ფიჭვნარის განძის ნაწილი ინახება აჭარის სახელმწიფო მუზეუმში, ნაწილი კი სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]