ფიტელეფასი
იერსახე
| ფიტელეფასი | ||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| ||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||
| Phytelephas | ||||||||||||
| ||||||||||||
ფიტელეფასი (ლათ. Phytelephas) — ორსახლიან მცენარეთა გვარი პალმების ოჯახისა. მოკლე ხისებრი ღერო და 3—6 მ სიგრძის ფრთისებრი ფოთლები აქვს. მამრობითი ყვავილები თავმოყრილია გრძელ, ცილინდრულ ტარო ყვავილში, მდედრობით — მჭიდრო თავაკისებრ ყვავილედში. ნაყოფი წვნიანი კენკრაა.
მოუმწიფებელი თესლის ენდოსპერმი თხევადია, რძის მაგვარი, იყენებენ საჭმელად; მწიფე თესლისა — მაგარია და მცენარეული სპილოს ძვლის სახელწოდებით იყენებენ ღილების, ჭადრაკის ფიგურების და სხვათა დასამზადებლად. ფიტელეფასის 15-მდე სახეობა იზრდება სამხრეთ ამერიკაში, ძირითადად ანდებში, ზღვის დონიდან 1500—1800 მ სიმაღლეზე, მდინარის ნაპირებსა და ჭაობიან ადგილებში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- რატიანი ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 333.