ფირუზა ველიხანლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფირუზა ველიხანლი
სრული სახელი ფირუზა ორხან ყიზი ველიხანლი
ქვეყანა (სპორტი) აზერბაიჯანი
ეროვნება აზერბაიჯანელი
დაბადების თარიღი 26 ოქტომბერი, 1970 (52 წლის)
წოდება გროსმეისტერი (1994) ქალთა შორის, საერთაშორისო გროსმეისტერი (1990) ქალთა შორის
მაქსიმალური რეიტინგი 2355 (1995)

ფირუზა ორხან ყიზი ველიხანლი (აზერ. Firuzə Orxan qızı Vəlixanlı; დ. 26 ოქტომბერი, 1970) — საბჭოთა და აზერბაიჯანელი მოჭადრაკე, დიდოსტატი ქალთა შორის (1994). აზერბაიჯანის ქალთა ნაკრების შემადგენლობაში მონაწილეობა მიიღო FIDE-ს ოთხ საჭადრაკო ოლიმპიადაში (1992, 1994, 2002, 2004) და ევროპის ორ გუნდურ ჩემპიონატში (1992,1997).

დაიბადა 1970 წელს. 1990 წელს გახდა ქალთა შორის საერთაშორისო ოსტატი, 1994 წლიდან კი ქალთა დიდოსტატის წოდება აქვს.

1991 წელს მაღალი სპორტული შედეგებისთვის მიენიჭა აზერბაიჯანის სსრ საპატიო დიპლომი[1].

1992 წელს მან ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე ბრინჯაო მოიპოვა აზერბაიჯანის ქალთა ნაკრების შემადგენლობაში.

1995 წელს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა დაჯილდოვდა მედლით „პროგრესი“ ქვეყანაში სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის[2].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]