ფირდაუს ხისამიტდინოვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ფირდაუს ხისამიტდინოვა
ბაშკ. Фирҙәүес Ғилметдин ҡыҙы Хисаметдинова
დაბ. თარიღი 1 იანვარი 1950(1950-01-01) (69 წლის)
დაბ. ადგილი რეხმეტოვო
მოქალაქეობა Flag of the Soviet Union.svg სსრკ
Flag of Russia.svg რუსეთი
სამეცნიერო სფერო ენათმეცნიერება
მუშაობის ადგილი რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის უფის სამეცნიერო ცენტრის ისტორიის, ენისა და ლიტერატურის ინსტიტ�
ალმა-მატერი ბაშკირეთის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები რუსეთის ფედერაციის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე და მეგობრობის ორდენი

ფირდაუს გილმიტდინის ასული ხისამიტდინოვა (ბაშკ. Фирҙәүес Ғилметдин ҡыҙы Хисаметдинова, დ. 1 იანვარი, 1950, რეხმეტოვო) — ბაშკირელი ენათმეცნიერი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1993 წ.), სახელმწიფო და საზოგადოებრივი მოღვაწე, რუსეთის ფედერაციის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (2008 წ.), რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის უფის სამეცნიერო ცენტრის ისტორიის, ენისა და ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი (2005-2015 წწ.), ბაშკირეთის რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (2016 წ.).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფირდაუს გილმიტდინის ასული ხისამიტდინოვა დაიბადა 1950 წლის 1 იანვარს, აბზელილოვოს რაიონის სოფელ რეხმეტოვოში.

1970 წელს დაასრულა ბელორეცკის პედაგოგიური სასწავლებელი, ხოლო 1974 წელს ბაშკირეთის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1976 წელს ჩააბარა საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ასპირანტურაში.

1978 წლიდან 1985 წლამდე მუშაობდა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის უფის სამეცნიერო ცენტრის ისტორიის, ენისა და ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლად. 1980 წელს წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 1993 წელს — სადოქტორო დისერტაცია და მიიღო პროფესორის წოდება.

1985 წლიდან ასწავლის ბაშკირეთის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტში. 1987 წლიდან 1992 წლამდე ხელმძღვანელობდა ბაშკირული ენის კათედრას, ხოლო შემდეგ გახდა ბაშკირეთის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის ბაშკირული ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანი.

1994-1999 წლებში იყო ბაშკირეთის რესპუბლიკის პირველი მოწვევის ყურულთაის დეპუტატი[1]. 1996-1998 წლებში იყო ბაშკირეთის რესპუბლიკის ქალთა კავშირის თავმჯდომარე.

1995 წლის მარტიდან 1998 წლამდე იყო ბაშკირეთის სახალხო განათლების მინისტრი[2]. განათლების მინისტრმა მოახდინა ბაშკირეთის რესპუბლიკის განათლების სისტემის ანალიზი, გამოიყენა რუსეთის სხვა სუბიექტებისა და საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილება და 1999-2003 წლებში ჩამოაყალიბა ბაშირეთის რესპუბლიკის განათლების განვითარების კონცეფცია[3].

1998 წელს კვლავ დაიწყო მუშაობა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის უფის სამეცნიერო ცენტრის ისტორიის, ენისა და ლიტერატურის ინსტიტუტში დირექტორის მოადგილედ, ხოლო 2005 წლიდან დაინიშნა მის დირექტორად.

2000-2003 წლებში იყო ბაშკირეთის ქლთა საზოგადოებისა და ბაშკირების მსოფლიო ყურულთაის ქალთა კომისიის ხელმძღვანელი.

გამოქვეყნებული აქვს დაახლოებით 200 სამეცნიერო და სამეცნიერო-მეთოდური ნაშრომი, მონოგრაფიები, ლექსიკონები და სტატიები[4].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]