ფიოდორ კოლესოვი
ფიოდორ კოლესოვი (დ. 1891 — გ. 29 ივლისი, 1940, მოსკოვი) — რუსი ბოლშევიკი, რევოლუციონერი, თურქესტანის გასაბჭოების ერთ-ერთი ორგანიზატორი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რევოლუციური მოღვაწეობა დაიწყო ორენბურგის რკინიგზის დეპოს მუშის რანგში. 1916 წლიდან სამუშაოდ გადადის ტაშკენტის რკინიგზაზე. იმავე წელს ხდება რკპ(ბ) წევრი. 1917 წლის სექტემბრიდან ტაშკენტის საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარეა და ტაშკენტის საყოველთაო გაფიცვის მთავარი ორგანიზატორია. იმავე წლის ოქტომბერში აირჩიეს სრულიად რუსეთის ცაკ-ის წევრად. თურქესტანის გასაბჭოების შემდეგ, 1917 წლის ნოემბრიდან 1918 წლის ნოემბრამდე თურქესტანის ასსრ-ს სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარეა. იყო კოკანდის ავტონომიის წინააღმდეგ განხორციელებული ბოლშევიკური სამხედრო აგრესიის ერთ-ერთი იდეოლოგი და წითელგვარდიელთა რაზმის მეთაური. 1919 წელს იყო რკპ(ბ) ყრილობის დელეგატი. 1923–1938 წლებში სახალხო მეურნეობის შორეული აღმოსავლეთის საოლქო საბჭოს თავმჯდომარე და რევკომის წევრი, შემდეგ გომელის საგუბერნიო კომიტეტის აღმასკომის წევრი. მალე თავს ანებებს პოლიტიკურ ცხოვრებას. 1929–1933 წლებში სწავლობს მოსკოვის არქიტექტურის ინსტიტუტში და არქიტექტურის აკადემიის ასპირანტურაში. შემდგომ წლებში მუშაობდა არქიტექტორად.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჩაჩხიანი, არჩილ, „რუსეთი და თურქეთი: ბოლშევიკურ-იტიჰადისტური ენიგმა (1920-1922)“ გვ. 285-286 — საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია, თბილისი, 2015, ISBN 978-9941-0-7497-4