ფინა ტორესი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფინა ტორესი

ფინა ტორესი
დაბადების სახელი ფინა ტორესი
დაბადების თარიღი 9 ოქტომბერი, 1951
კარაკასი,
ვენესუელის დროშა ვენესუელა
საქმიანობა რეჟისორი

ფინა ტორესი (ესპ. Fina Torres; დ. 9 ოქტომბერი, 1951) — ვენესუელელი კინორეჟისორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფინა ტორესი დაიბადა ქალაქ კარაკასში. ვენესუელაში შეისწავლა ფოტოგრაფია, დიზაინი და ჟურნალისტიკა. შემდეგ საცხოვრებლად პარიზში გადავიდა, სადაც სწავლობდა კინემატოგრაფიის ინსტიტუტში (IDHEC). ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა რედაქტორად, ოპერატორად და სცენარისტად.

1985 წელს გადაიღო კინოფილმი „ორიანა“, რომელმაც 1985 წლის კანის კინოფესტივალზე ჯილდოები დაიმსახურა. 2000 წელს გადაიღო ფილმი „ქალი ზემოდან“, სადაც მთავარი როლი შეასრულა პენელოპე კრუსმა. სცენარი დაწერა ფილმისთვის „პრადა და გრძნობები“. ფინა ტორესი მექსიკასა და აშშ-ში ცხოვრობს, სადაც ფილმებზე მუშაობას განაგრძობს. ამჟამად ცხოვრობს ლოს-ანჯელესში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]