შინაარსზე გადასვლა

ფილიპსის კოლექცია

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფილიპსის კოლექცია
38°54′41″ ჩ. გ. 77°02′48″ დ. გ. / 38.911389° ჩ. გ. 77.046806° დ. გ. / 38.911389; -77.046806
ქვეყანა აშშ-ის დროშა ამერიკის შეერთებული შტატები
მდებარეობა ვაშინგტონი[1]
ოფიციალური საიტი https://www.phillipscollection.org/
Map

ფილიპსის კოლექცია - ხელოვნების მუზეუმი ვაშინგტონში. დაარსდა დანკან ფილიპსისა და მარჯორი აკერ ფილიპსის მიერ 1921 წელს, როგორც ფილიპსის მემორიალური გალერეა. დანკან ფილიპსი ბანკირისა და „ჯონსისა და ლაუგინის ლითონის კომპანიის“ თანადამფუძნებლის, ჯეიმზ ჰ. ლაუგინის შვილიშვილი იყო.[2]

ფილიპსის კოლექციაში დაცულია პიერ-ოგიუსტ რენუარის, გიუსტავ კურბეს, ელ გრეკოს, ვინსენტ ვან გოგის, ანრი მატისის, კლოდ მონეს, პაბლო პიკასოს, ჟორჟ ბრაკის, პაულ კლეეს, პიერ ბონარის, უინსლოუ ჰომერის, ჟოან მიროს, ჯეიკობ ლოურენსისა და სხვათა ნამუშევრები.

დანკან ფილიპსი 1886 წელს პიტსბურგში დაიბადა. ის ბანკირისა და „ჯონსისა და ლაუგინის ლითონის კომპანიის“ თანადამფუძნებლის, ჯეიმზ ჰ. ლაუგინის შვილიშვილი იყო. 1895 წელს ფილიპსი და მისი ოჯახი ვაშინგტონში გადავიდა. ფილიპსმა დედამისთან ერთად ფილიპსის მემორიალური გალერეა დააფუძნა მას შემდეგ, რაც მისი უფროსი ძმა, ჯეიმზ ლაუგინ ფილიპსი (1884-1918) და მამამისი დანკან კლინჩ ფილიპსი (1838-1917) გარდაიცვალნენ.

ფილიპსის ნახატების პატარა საოჯახო კოლექცია დროთა განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა. საჯარო გალერეის ფუნქციას სახლის ჩრდილოეთ ფრთაში სპეციალურად აშენებული ოთახი ასრულებდა. ფილიპსისის ოჯახი 1930 წელს ახალ სახლში გადავიდა და 21-ე ქუჩაზე მდებარე რეზიდენციაში მთლიანად ხელოვნების მუზეუმი განთავსდა.[3]

1921 წელს დდანკან ფილიპსმა მხატვარ მარჯორი აკერზე იქორწინა. მისი რჩევითა და მხარდაჭერით, ფილიპსმა კოლექცია „მოდერნისტული ხელოვნების მუზეუმად გარდაქმნა“. ფილიპსმა სხვადასხვა მხატვრის ნახატები შეიძინა, მათ შორის: ელ გრეკოს, რომელსაც „პირველ მგზნებარე ექსპრესიონისტს“ ეძახდა, ჟან-ბატისტ შარდენის, რომელსაც „პირველ მოდერნისტ მხატვრად“ თვლიდა, ფრანსისკო გოიას, რომელიც მისი აზრით, „ძველი ოსტატებიდნა დიდ მოდერნისტებამდე, როგორიც პოლ სეზანი იყო, ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევდა, ედუარდ მანეს, რომელიც „რგოლის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა გოიადან გოგენამდე და მატისამდე.

პოლი ფრიტჩი, ამერიკელი ჟურნალისტის, კლეიტონ ფრიტჩის ცოლი, ფილიპსს კოლექციის პატარა საოჯახო მუზეუმიდან საჯარო სამხატვრო გალერეად გარდაქმნაში დაეხმარა და პირველი რწმუნებული იყო, რომელიც ოჯახის წევრი არ ყოფილა. ეროვნული დაფინანსების მოპოვების პროგრამის დაარსებაშიც ის დაეხმარა.[4]

ელ გრეკო, სინანულით აღსავსე წმინდა პეტრე, დაახ. 1600-1605. კოლექციის გამორჩეული ანხატი. დანკან ფილიპსი ელ გრეკოს „პირველ მგზნებარე ექსპრესიონისტს“ უწოდებდა.[5][6]

ფილიპსის კოლექცია 1921 წელს გაიხსნა, როგორც ამერიკის მოდერნისტული ხელოვნების პირველი მუზეუმი. კოლექციაში ამერიკელი და ევროპელი იმპრესიონისტებისა და მოდერნისტი ხელოვანების 3 000-მდე ნამუშევარი შედიოდა. მუზეუმი დამფუძნებლის, დანკან ფილიპსის სახლში და ორ მსგავს შენობაშია განთავსებული, ვაშინგტონში.

მუზეუმი ცნობილია იმპრესიონისტთა და მოდერნისტთა ნახატებით. ევროპელ ხელოვანთაგან აღსანიშნავია გიუსტავ კურბეს, პიერ ბონარის, ჟორჟ ბრაკის, პოლ სეზანის, ედგარ დეგას, ვინსენტ ვან გოგის, პაულ კლეეს, ანრი მატისის, კლოდ მონეს, პაბლო პიკასოსა და სხვათა ნამუშევრები. 1923 წელს ფილიპსის კოლექციამ პიერ-ოგიუსტ რენუარის იმპერიონისტული ნამუშევარი „სამხარი ნავზე“ (1880-1881) შეიძინა, რომელიც კოლექციის ყველაზე ცნობილი ნამუშევარია.[7][8][9]

1920-1960-იან წლებში ფილიპსმა გალერეები ხელახლა მოაწყო ინსტალაციებად, რომლებშიც ნამუშევრები არაქრონოლოგიურად და არატრადიციული ფორმით იყო განლაგებული და სხვადასხვა ხელოვანის ნახატებიდან მიღებულ შთაბეჭდილებებს შორის კავშირს ასახავდა. კოლექციაში ამერიკელი და ევროპელი ხელოვანები ერთ ფოკუსში მოექცა და უინსლოუ ჰომერის, თომას იკინსის, მორის პრენდერგასტის, ჯეიმზ ებოტ მაკნილ უისტლერისა და ალბერტ პინკამ რაიდერის ნამუშევრები პიერ ბონარის, პიტერ ილსტედისა და ედუარდ ვილარდის ნამუშევრების კონტრასტულად გამოიფინა. ჯონ მარინის ნახატები პოლ სეზანის ანხატებთან ერთადაა გამოფენილი, ხოლო ვინსენტ ვან გოგის ნამუშევრები ელ გრეკოს სინანულით აღსავსე წმინდა პეტრესთან ერთად.

კოლექციაში იმ მხატვართა ნამუშევრები დომინირებს, რომლებიც ფილიპსს მოსწონდა. ფილიპსი ფერების ექსპრესიული გამოყენების გამო ბონარით იყო აღფრთოვანებული და მისი 17 ნახატი შეისყიდა.[10] კოლექციაში კუბიზმის პიონერის, ჟორჟ ბრაკის 13 ნახატია შესული, მათ შორის, მონუმენტური ნატურმორტი „მრგვალი მაგიდა“ (1929). კოლექციაში პაულ კლეესა და მარკ როტკოს 7-7 ნამუშევარია დაცული. როტკოს ოთახი პირველი საჯარო სივრცე იყო, რომელიც მხოლო მარკ როტკოს ნამუშევრებს ეძღვნებოდა. ფილიპსი როტკოს ნამუშევრებმა ბონარის მიერ გამოყენებულ ფერებთან მსგავსების გამო მიიზიდა.[11]

დანკან ფილიპსმა სიცოცხლეში ბევრი ისეთი ხელოვანის ნამუშევარი შეიძინა, რომლებიც იმ დროისთვის ცნობილები არ იყვნენ. მათ შორის იყვნენ: ჯონ მარინი, ჯორჯია ო'კიფი, არტურ დოუვი, ნიკოლას დე სტაიოლი,[12] მილტონ ეივერი, ბეტი ლეინი და ავგუსტუს ვინსენტ ტაკი.

ფილიპსის კოლექცია ვაშინგტონშია განთავსებული. დაარსების დღიდან დანკან ფილიპსის კოლექცია მის სახლში სპეციალურ საგამოფენო სივრცეში იყო გამოფენილი. გეორგიანულ სტილში აგებული ფილიპსის სახლი 1897 წლით თარიღდება და დღეისთვის მუზეუმის შენობის სამხრეთ ნაწილს წარმოადგენს. შენობა ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიული ადგილების ეროვნულ რეესტრშია შეტანილი.

დროთა განმავლობაში შენოს გალერეები და ოფისები დაემატა, განსაკუთრებით, 1930 წლის შემდეგ, როდესაც ფილიპსის ოჯახი საცხოვრებლად სხვაგან გადავიდა. 1960 წელს შენობას მოდერნისტული ფრთა დაემატა. შენობის ეს ნაწილი 1989 წელს განახლდა, როდესაც მუზეუმს იაპონელმა ბიზნესმენმა, იასუშირო გომ 1.5 მილიონი აშშ დოლარი გადასცა.

ადრეულ წლებში მუზეუმის მესამე სართულზე სამხატვრო კლასები იყო განთავსებული. დღემდე, საგანმანათლებლო პროგრამებს დიდი ყურადღება ექცევა და მუზეუმში ლექციები, ვორქშოფები და ტრენინგები იმართება. 2015 წელს მუზეუმი მერილენდის უნივერსიტეტს შეუერთდა. მომავალში ორი ინსტიტუტის ერთობლივი ძალისხმევით ფილიპსის კოლექციაში მერილენდის უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ცოდნის ცენტრის მოწყობა იგეგმება.[13]

რჩეული ნამუშევრები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • Smee, Sebastian (November 24, 2020). „At 100, the Phillips Collection doesn't seem to have aged“. The Washington Post. ციტირების თარიღი: November 24, 2020.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 1.0 1.1 https://www.aaa.si.edu/collections/phillips-collection-records-8367
  2. Kennicott, Philip (March 9, 2021). „Phillips Collection is turning 100 and showing what future of classic museums can be“. The Washington Post. ციტირების თარიღი: March 9, 2021.
  3. History Retrieved January 4, 2011
  4. Levy, Claudia (11 July 2002). „Polly Fritchey Dies“. Washington Post. Washington DC. ციტირების თარიღი: 2 December 2016.
  5. The collection დაარქივებული 2011-01-05 საიტზე Wayback Machine. Retrieved January 4, 2011
  6. Blake Gopnick, The Washington Post, A closer look at El Greco's 'Repentant Saint Peter' at the Phillips Collection Retrieved January 4, 2011
  7. Luncheon on the Boating Party. Phillipscollection.orgaccessdate=January 4, 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 23, 2012. ციტირების თარიღი: სექტემბერი 12, 2021.
  8. Vreeland, Susan (2007). Luncheon of the Boating Party. Penguin, გვ. 431. ISBN 9780670038541. „Duncan Phillips on Luncheon of the Boating Party.“ 
  9. Smee, Sebastian (November 24, 2020). „At 100, the Phillips Collection doesn't seem to have aged“. The Washington Post. ციტირების თარიღი: November 24, 2020.
  10. individuals not isms დაარქივებული 2011-01-05 საიტზე Wayback Machine. Retrieved January 4, 2011
  11. Phillipscollection.org. (April 16, 2016) MARK ROTHKO (1903–1970) The Rothko Unit. The Washington Post. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 8, 2020. ციტირების თარიღი: სექტემბერი 12, 2021.
  12. Chronology: Exhibition Catalogue, Nicolas de Staël, paintings 1950–1955, Mitchell-Innes & Nash, NYC. 1997 p.98
  13. Phillips Collection and University of Maryland Join Forces to Create New Art Center.