ბრძოლა შედგება ანტიკურ ქალაქ ფილიპის დასავლეთით მდებარე დაბლობზე გამართული ორი შეტაკებისაგან. პირველი მათგანი ოქტომბრის პირველ კვირაში მოხდა; ბრუტუსი ოქტავიანეს დაუპირისპირდა, ანტონიუსის ჯარი კი კასიუსისას შეებრძოლა. თავდაპირველად, ბრუტუსმა უკან დაახევინა ოქტავიანეს და მისი ლეგიონების ბანაკიც დაიკავა, თუმცა სამხრეთით, ანტონიუსმა კასიუსი დაამარცხა და ამ უკანასკნელმა თავი მოიკლა მას შემდეგ, რაც ცრუ მოხსენება მოისმინა, რომ თითქოს ბრუტუსიც დამარცხდა. ბრუტუსმა კასიუსის გადარჩენილი არმია შეიერთა და ორივე მხარეს ბანაკებში დაბრუნება უბრძანა. ამ ბრძოლაში, არსებითად, ვერც ერთმა მხარემ ვერ შეძლო გამარჯვების მოპოვება, თუმცა მას მაინც შეეწირა კასიუსის სიცოცხლე. მეორე შეტაკება 23 ოქტომბერს მოხდა და ბრუტუსის ძალების განადგურებით დასრულდა. ამ უკანასკნელმაც თავი მოიკლა და ამდენად, ტრიუმვირატმა რომის რესპუბლიკაზე კონტროლი მოიპოვა.