ფერნანდუ პორტუგალიელი (1188-1233)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ფერნანდუ პორტუგალიელი
D. Fernando, Infante de Portugal e Conde da Flandres - The Portuguese Genealogy (Genealogia dos Reis de Portugal).png
ფლანდრიისა და ენოს გრაფი
მმართ. დასაწყისი: 1212
მმართ. დასასრული: 1233
წინამორბედი: იოანა
მემკვიდრე: იოანა
თანამმართველი: იოანა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 23 თებერვალი, 1188
დაბ. ადგილი: კოიმბრა, პორტუგალია
გარდ. თარიღი: 27 ივლისი, 1233, (45 წლის)
გარდ. ადგილი: ნოიონი, საფრანგეთი
დაკრძ. ადგილი: ლილი, საფრანგეთი
მეუღლე: იოანა, ფლანდრიის გრაფინია
დინასტია: ბურგუნდიული
მამა: სანშუ I, პორტუგალიის მეფე
დედა: დულკა არაგონელი
რელიგია: კათოლიციზმი

ფერნანდუ პორტუგალიელი (პორტ. Fernando de Portugal, ფრანგ. Ferrand de Portugal; დ. 23 თებერვალი, 1188 — გ. 27 ივლისი, 1233) — ბურგუნდიული დინასტიის წარმომადგენელი. პორტუგალიის მეფე სანშუ I-ისა და დედოფალ დულკა არაგონელის უმცროსი ვაჟი. ფლანდრიისა და ენოს გრაფი 1212-33 წლებში როგორც გრაფინია იოანა ფლანდრიელის მეუღლე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფერნანდუ დაიბადა 1188 წლის 23 თებერვალს კოიმბრაში. იგი იყო პორტუგალიის მეფე სანშუ I-ისა და მისი ცოლის, დედოფალ დულკა არაგონელის უმცროსი ვაჟი.

1212 წელს, პარიზში ცოლად შეირთო ფლანდრიისა და ენოს გრაფინია იოანა ფლანდრიელი. როდესაც მათ პარიზი დატოვეს და ფლანდრიაში მიემგზავრებოდნენ, ისინი იოანას მამიდაშვილმა ლუიმ დააკავათ, რომელიც იყო საფრანგეთის მეფე ფილიპ II ოგიუსტისა და მისი ცოლის, დედოფალ იზაბელა ენოელის (იოანას მამიდა) უფროსი ვაჟი. მართალია დედოფალ იზაბელას გათხოვებისას მზითვში არტუას საგრაფო გაატანეს, მაგრამ ფრანგებს ეს არ ეყოთ და ლუიმ დიდი თანხის სანაცვლოთ მოსთხოვა იოანასა და ფერნანდუს ფლანდრია-ენოს ტახტების დათმობა.

იოანამა და ფერნანდუმ ფრანგული ტყვეობიდან თავის დაღწევა და ფლანდრიაში გაქცევა მოახერხეს, სადაც მათ მოკავშირეებად ინგლისის მეფე ჯონ უმიწაწყლო და საღვთო რომის იმპერატორი ოტო IV მოევლინენ, რომელთაც ჯარები საფრანგეთის წინააღმდეგ გააერთიანეს. მოკავშირეებსა და ფრანგებს შორის გადამწყვეტი ბრძოლა 1214 წლის ივლისში გაიმართა, სადაც ფრანგებმა მიწასთან გაასწორეს ისინი და ფერნანდუ ტყვედ ჩაიგდეს.

მარტო დარჩენილი იოანა ყველაფერს აკეთებდა ქმრის გამოსახსნელად, მაგრამ ამაოდ. ფერნანდუმ მომდევნო 12 წელი ფრანგულ ციხეში გაატარა, საიდანაც იგი შემდგომში ლუი VIII-ის ქვრივმა, რეგენტმა დედოფალმა ბლანკა კასტილიელმა გაანთავისუფლა.

განთავისუფლებული ფერნანდუ მალევე დაბრუნდა ფლანდრიაში. ამ პერიოდში მასა და იოანას თავიანთი პირველი და უკანასკნელი ასული შეეძინათ, სახელად მარია, რომელიც ჩვილობაშივე დაიღუპა. ამ მოვლენიდან მალევე ფერნანდუ 1233 წლის 27 ივლისს ნოიონში გარდაიცვალა. უმემკვიდრეოდ დარჩენილმა იოანამ სულ რამდენიმე წელიწადში ტახტი თავის უმცროს დას, მარგარიტა II-ს დაუთმო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Cox, Eugene L. (1974). The Eagles of Savoy:The House of Savoy in Thirteenth century Europe. Princeton University Press.
  • Weiler, B, Burton, J, Schofield, P and Stöber, K (2007). Thirteenth century England: Proceedings of the Gregynog Conference, 2007. The Boydell Press.
  • Wheeler, B.; Parsons, John C., eds. (2003). Eleanor of Aquitaine: Lord and Lady. Palgrave Macmillan.