ფერდინანდ ცირკელი
ფერდინანდ ცირკელი | |
---|---|
გერმ. Ferdinand Zirkel | |
![]() | |
დაბ. თარიღი | 20 მაისი 1838[1] [2] [3] |
დაბ. ადგილი | ბონი[4] |
გარდ. თარიღი | 11 ივნისი 1912[5] [2] (74 წლის) ან 12 ივნისი 1912[6] (74 წლის) |
გარდ. ადგილი | ბონი[4] |
დასაფლავებულია | ბონის ძველი სასაფლაო |
მოქალაქეობა |
![]() |
სამეცნიერო სფერო | გეოლოგია |
მუშაობის ადგილი | კიელის უნივერსიტეტი, ლაიფციგის უნივერსიტეტი და ლვოვის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | ბონის უნივერსიტეტი |
ჯილდოები | უოლასტონის მედალი, კოთენიუსის მედალი, ბავარიის მაქსიმიალიანის ორდენი სამეცნიერო და სახელოვნებო მიღწევებისათვის და სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი |
ხელმოწერა |
![]() |
ფერდინანდ ცირკელი (გერმ. Ferdinand Zirkel; დ. 20 მაისი, 1838 — გ. 11 ივნისი, 1912) — გერმანელი გეოლოგი და პეტროგრაფი. დაამთავრა ბონის უნივერსიტეტი (ფილოსოფიის დოქტორი, 1861). 1863 წლიდან ლვოვის უნივერსიტეტის პროფესორი, 1870-1909 წლებში მინერალოგიის პროფესორი ლაიფციგში. ისლანდიაში, შოტლანდიაში, იტალიაში, საფრანგეთში, ჩდილოეთ ამერიკაში, ინდოეთსა და შრი-ლანკაში შეისწავლა მაგმური ქანები. ქანების მიკროსკოპული შესწავლისათვის და მათი დიაგნოსტიკისათვის ცირკელმა პირველმა შემოიღო კრისტალთოპტიკური მეთოდი. არის პეტროგრაფიის სახელმძღვანელოს ავტორი (1893-1894), რომელმაც ხელი შეუწყო პეტროგრაფიის განვითარებას. იყო ოქსფორდის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ლონდონის სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი და მინერალოგიის საზოგადოების საპატიო წევრი. 1898 წელს მიენიჭა ლონდონის გეოლოგიური საზოგადოების უოლასტონის მედალი. მისი სახელობისაა მინერალი ცირკელიტი.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ფერდინანდ ცირკელი — სტატია დიდი საბჭოთა ენციკლოპედიიდან (რუსული)
- ფერდინანდ ცირკელი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ Encyclopædia Britannica
- ↑ 2.0 2.1 SNAC — 2010.
- ↑ ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 4.0 4.1 Циркель Фердинанд // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #117006203 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ Find a Grave — 1995. — ed. size: 165000000